საქართველოს კონსტიტუციით, მოქალაქეებს 18 წლიდან აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი აზრი. თუმცა, ჯერკიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვერ ახერხებენ საარჩევნო უფლების სრულად გამოყენებას.
საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის მიერ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესიკომისრის ოფისის (OHCHR) ხელშეწყობით მომზადებული ვიდეო (ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე) ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უხსნის თუ რა არის თვითადვოკატირება და მისი გამოყენებით, როგორ შეუძლიათ საკუთარი უფლებების დაცვა.