გაეროს გენერალური მდივნის მიმართვა ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
16 მაისი 2025
2025 წლის 17 მაისი
ტრაგიკული სიმართლეა, რომ ძალადობა და დისკრიმინაცია ჯერ კიდევ ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია მილიონობით ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარი და ინტერსექსი (ლგბტქი+) ადამიანისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ისინი აწყდებიან სიძულვილის ენას, თავდასხმებსა და მათი უფლებების შეზღუდვას. ამავდროულად, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჯანდაცვის სერვისებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი დაფინანსების შემცირება კიდევ უფრო მეტად დამანგრეველი ზემოქმედების საფრთხეს ქმნის.
წლევანდელი საერთაშორისო დღის მთავარი გზავნილი - „თემების ძალა“ - ყველა ჩვენგანს შეგვახსენებს, რომ ყველაზე ძლიერები მაშინ ვხდებით, როცა ერთად ვართ. ლგბტქი+ ადამიანებმა და მათთან მომუშავე უფლებადამცველებმა არაერთხელ დაამტკიცეს, თუ რამდენად ფასეულია სხვადასხვა თემის ჩართულობა მხარდაჭერის გაწევასა და ცვლილების განხორციელებაში.
მათი მაგალითი ყველა ჩვენგანისთვის შთაგონების წყარო უნდა გახდეს, რათა გავერთიანდეთ და რეალურად შევქმნათ ისეთი მსოფლიო, სადაც ჩვენი საერთო ოჯახის ყველა წევრი თავისუფალ, თანასწორ და ღირსეულ გარემოში ცხოვრებას შეძლებს. ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ ბიძგი უნდა მივცეთ ცვლილებებს, რათა დისკრიმინაციული კანონები გაუქმდეს, ძალადობა და საზიანო პრაქტიკები აღმოიფხვრას, ასევე შეწყდეს მარგინალიზებული თემების განტევების ვაცად გამოყენება.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ამაყობს, რომ აღნიშნულ ძალისხმევებში პარტნიორის სახით მონაწილეობს. ჩვენ არ დავმშვიდდებით, სანამ უფლებების რეალურად დაცვა არ იქნება უზრუნველყოფილი ყველა ადამიანისთვის იმის მიუხედავად, თუ ვინ არიან ისინი, ან ვინ უყვართ.
ანტონიო გუტიერეში
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი