დიდიე ტღებიუკი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, შეხვდა ახალგაზრდებს, რათა ერთად განეხილათ გაეროს გენერალური მდივნის მნიშვნელოვანი მიმართვა კლიმატის ცვლილების შესახებ და ესაუბრათ კლიმატურ ქმედებებზე. მათ ისაუბრეს ახალგაზრდების როლზე საქართველოში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და ამ თემაზე ინფორმაციის ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე, ასევე სხვა საკითხებზე.
განსაკუთრებული მადლობა რეზის, ეთერს, ილიას და ნატალიას მათი ღირებული ხედვებისა და წვლილისთვის. მათი ჩართულობა ნათლად აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ახალგაზრდები კლიმატური წინსვლის უზრუნველყოფაში.