გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისი
გაეროს მუდმივი კოორდინატორის მეთაურობით, რომელიც ხელმძღვანელობს საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფს (UNCT) და კოორდინაციას უწევს გაეროს ყველა ოპერაციას ქვეყნის დონეზე, გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისი (RCO) უზრუნველყოფს UNCT-ის სტრატეგიული კოორდინაციის მხარდაჭერას.
მისი მიზანია გაეროს მუშაობის მაქსიმალურად გაზრდა იმგვარად, რომ სისტემამ უზრუნველყოს კოლექტიური, თანმიმდევრული და ინტეგრირებული პასუხი მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში ეროვნულ პრიორიტეტებსა და საჭიროებებზე.
ქვეყნის დონეზე გაეროს ოპერატიული საქმიანობის კოორდინაციის საერთო ჩარჩოს წარმოადგენს ქვეყნის საერთო შეფასება (CCA), ეროვნული განვითარების სიტუაციის ერთობლივი შეფასება და პარტნიორობა მდგრადი განვითარებისათვის (UNPSD), საერთო ჩარჩო სტრატეგია ქვეყანაში მომუშავე გაეროს ყველა სააგენტოებისთვის, რომელიც ორიენტირებულია მდგრადი განვითარების მიზნებზე (SDGs) და შეესაბამება ეროვნულ პრიორიტეტებს. 2016-2020 წლების პარტნიორობა მდგრადი განვითარების სტრატეგიისთვის მოიცავს ხუთ შეთანხმებულ მიმართულებას: (i) დემოკრატიული მმართველობა; (ii) სამუშაო ადგილები, საარსებო წყაროები და სოციალური დაცვა; (iii) განათლება; (iv) ჯანდაცვა; და (v) ადამიანის უსაფრთხოება და მდგრადი სიცოცხლისუნარიანობა.
გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისი (RCO) ასრულებს ხუთ ძირითად ფუნქციას რეზიდენტი კოორდინატორისა და გაეროს სააგენტოთა ჯგუფის (UNCT) პასუხისმგებლობების მხარდასაჭერად: (1) სტრატეგიული დაგეგმვა; (2) განვითარების ეკონომიკა; (3) პარტნიორობა და განვითარების დაფინანსება; (4) მონაცემებისა და შედეგების მართვა და ანგარიშგება; და (5) კომუნიკაცია და ადვოკატირება.
გაეროს მუდმივი კოორდინატორი
დოქტორი საბინე მახლი (ავსტრიიდან) დაინიშნა საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორად 2019 წლის 1 ივნისს. ამ თანამდებობამდე საბინე 22 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის 7 წელზე მეტხანს გაეროში. ბოლოს იგი დანიშნული იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლად ინდონეზიაში და ASEAN-თან მაკავშირებელი რგოლი იყო, მანამდე კი ხელმძღვანელობდა გაეროს ქალთა ორგანიზაციას პალესტინასა და ყირგიზეთში.
2007 წლიდან 2011 წლამდე საბინე იყო ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს განყოფილების უფროსი/უმაღლესი კომისრის უფროსი მრჩეველი ჰააგაში, და განიხილავდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან დაკავშირებულ საკითხებს. 2005-2007 წლებში, იგი ყირგიზეთში მუშაობდა ეუთოს ცენტრის უფროსის მოადგილედ ბიშკეკში. ოთხი წლის განმავლობაში ასევე იყო ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელი ეუთოს კონფლიქტების პრევენციის ცენტრში, ვენაში. 2001 წლის განმავლობაში საბინე მუშაობდა ესტონეთში ეუთოს მისიის უფროსის მოადგილედ და 2000 წელს ავსტრიის ეუთოს თავმჯდომარეობის დროს ის იყო ავსტრიის მუდმივი მისიის შიპირველი მდივანი. იგი მუშაობდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის საკითხებზე ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ განყოფილებაში, ევროპარლამენტში, ვენის სამ სხვადასხვა სასამართლოში და მასწავლებლად კროიდონში, ლონდონი.
საბინეს აქვს ორი მაგისტრის ხარისხი (სამართალსა და ენებში) და ვენის უნივერსიტეტში მოპოვებული აქვს სამართლის დოქტორის ხარისხი. დოქტორანტურის კვლევის დიდი ნაწილი ჩატარებული აქვს გრონინგენში, ნიდერლანდები. საბინე თავისუფლად ფლობს გერმანულ (მშობლიური ენა), ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს. დაქორწინებულია და ჰყავს ორი ვაჟი.
