გაეროს სააგენტოები საქართველოში

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია
შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია შექმნილია სოციალური სამართლიანობის და ადამიანისა და შრომის საერთაშორისო დონეზე აღიარებული უფლებების დამკვიდრების ხელშეწყობისთვის.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი
საერთაშორისო სავალუტო ფონდი მუშაობს გლობალური მონეტარული თანამშრომლობის განვითარებაზე, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობაზე, მაღალი დასაქმებისა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაზე და სიღარიბის შემცირებაზე.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 1951 წელს დაარსდა, მიგრაციის სფეროში წამყვანი მთავრობათაშორისი ორგანიზაციაა და მჭიდროდ თანამშრომლობს სამთავრობო, სამთავრობათაშორისო და არასამთავრობო პარტნიორებთან.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი
OHCHR-ის მისიაა იმუშაოს ყველა ადამიანის უფლებების დასაცავად; დაეხმაროს ადამიანებს თავიანთი უფლებების განხორციელებაში; და დაეხმაროს მათ, ვინც პასუხისმგებელია ამ უფლებების დაცვაზე, მათი განხორციელების უზრუნველყოფაში.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია
გაეროს ქალთა ორგანიზაცია დაკავებულია გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებით. გაეროს ქალთა ორგანიზაცია მსოფლიო ლიდერია ქალებისა და გოგონების უფლებების დაცვაში.

გაეროს განვითარების პროგრამა
გაეროს განვითარების პროგრამა 170-მდე ქვეყანაში და ტერიტორიაზე ადგილზე მუშაობს სიღარიბის აღმოფხვრასა და პარალელურად პლანეტის დაცვაზე. ჩვენ ვეხმარებით ქვეყნებს შეიმუშაონ ძლიერი პოლიტიკა, უნარები, პარტნიორული ურთიერთობები და ინსტიტუტები იმისათვის, რომ გაამყარონ მიღწეულ წინსვლა.

გაეროს უსაფრთხოების და უშიშროების დეპარტამენტი
UNDSS-ი უზრუნველყოფს პროფესიონალური დაცვისა და უსაფრთხოების მომსახურებას იმისათვის, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ შეძლოს თავისი პროგრამების გლობალურ დონეზე განხორციელება.

გაეროს მოსახლეობის ფონდი
გაეროს მოსახლეობის ფონდი არის გაეროს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სააგენტო. ჩვენი მისიაა შევქმნათ ისეთი მსოფლიო, სადაც ყველა ორსულობა სასურველია, ყოველი მშობიარობა უსაფრთხოა და ყველა ახალგაზრდის პოტენციალი რეალიზდება.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი
UNHCR-ი არის მსოფლიო ორგანიზაცია, რომლის საქმიანობა ეძღვნება სიცოცხლის გადარჩენას, უფლებების დაცვას და ლტოლვილებისთვის, იძულებით გადაადგილებული თემებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის უკეთესი მომავლის მშენებლობას.

გაეროს საინფორმაციო ცენტრი
გაეროს საინფორმაციო ცენტრები პასუხისმგებელი არიან საზოგადოების მხრიდან გაეროს მიზნებისა და საქმიანობის უკეთ გააზრებისა და მათი მხარდაჭერის ხელშეწყობაზე, ორგანიზაციის მუშაობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების გზით ყველგან, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში.

გაეროს ბავშვთა ფონდი
UNICEF-ი მუშაობს 190-ზე მეტ ქვეყანაში და ტერიტორიაზე ბავშვთა სიცოცხლის გადასარჩენად, ბავშვთა უფლებების დასაცავად და მათ დასახმარებლად პოტენციალის რეალიზებაში ადრეული ბავშვობის ასაკიდან მოზარდობის ჩათვლით. და ჩვენ არასოდეს ვნებდებით.

გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და სამართლის კვლევის ინსტიტუტი
UNICRI-ი მიზნად ისახავს მართლმსაჯულების, დანაშაულის პრევენციის, უსაფრთხოებისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობას მშვიდობის, ადამიანის უფლებებისა და მდგრადი განვითარების მხარდაჭერისთვის.

გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია
UNIDO-ი არის გაეროს სპეციალიზებული სააგენტო, რომელიც ხელს უწყობს ინდუსტრიულ განვითარებას სიღარიბის შემცირების, ინკლუზიური გლობალიზაციისა და გარემოს მდგრადობის მიზნით.

გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო
UNODC-ი არის მსოფლიო ლიდერი არალეგალური ნარკოტიკებისა და საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. UNODC-ი მუშაობს მსოფლიოს ყველა რეგიონში საველე ოფისების ფართო ქსელის მეშვეობით.

გაეროს პროექტების მომსახურების ოფისი
ჩვენი მისიაა დავეხმაროთ ხალხს ცხოვრების გაუმჯობესებაში და დავეხმაროთ ქვეყნებს მშვიდობისა და მდგრადი განვითარების მიღწევაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
ჩვენ ვაშენებთ უკეთეს, ჯანმრთელ მომავალს ადამიანებისთვის მთელს მსოფლიოში. გადადით ვებგვერდზე

მსოფლიო ბანკი
მსოფლიო ბანკის ჯგუფი წარმოადგენს უნიკალურ გლობალურ პარტნიორობას: ხუთი ინსტიტუტი მუშაობს მდგრადი გადაწყვეტილებების მიღებაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ სიღარიბის შემცირებასა და საერთო კეთილდღეობის შექმნას განვითარებად ქვეყნებში.