გაეროს საქმიანობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად საქართველოში
როგორ უჭერს მხარს გაერო მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას საქართველოში
როგორ უჭერს მხარს გაერო მდგრადი განვითარების მიზნებს საქართველოში
მას შემდეგ, რაც 2015 წლის სექტემბერში მსოფლიო ლიდერებმა ერთხმად მიიღეს მდგრადი განვითარების მიზნები, საქართველომ დაიწყო საფუძვლის ჩაყრა, რომელიც აუცილებელია ეროვნულ განვითარების გეგმებსა და მრავალდარგობრივ სტრატეგიებში მათი ინტეგრირებისათვის. საქართველო იყო იმ პირველ ოცდაორ ქვეყანას შორის, რომელმაც წარმოადგინა ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვა (VNR) მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად 2016 წლის ივლისში მდგრადი განვითარების მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმზე. საქართველომ მიიღო აქტიური ზომები მდგრადი განვითარების მიზნებისა და ინდიკატორების შესაცვლელად ქვეყანაში არსებული პირობების, გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესაბამისად. 2017 წელს საქართველომ 17-ე მდგრადი განვითარების მიზანი ეროვნულ პრიორიტეტებად გამოაცხადა. 2019 წლის ბოლოს, მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის პროცესი დასრულდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია დასახელდა მთავრობის მთავარ უწყებად, რომელიც პასუხისმგებელია მდგრადი განვითარების ეროვნული დღის წესრიგის კოორდინაციისა და განხორციელების ზედამხედველობაზე. გაერო, საქართველოს მთავრობასთან ერთად, თანათავმჯდომარეობს მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნულ საბჭოს, რომელიც არის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში საქართველოს წინსვლის მთავარი გარანტორია. მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს შემადგენლობაში შედიან მთავრობის შესაბამისი სექტორის მინისტრები, გაეროს სააგენტოების ხელმძღვანელები, კერძო სექტორისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციები.
მდგრადი განვითარების მიზნები საქართველოში
მდგრადი განვითარების მიზნები წარმოადგენს გლობალურ მოწოდებას მოქმედებისკენ, რომელიც მიზმად ისახავს სიღარიბის აღმოფხვრას, დედამიწის გარემოსა და კლიმატის დაცვას და მსოფლიოში ყველა ადამიანისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის მოპოვებას. ეს ის მიზნებია, რომელზეც გაერო მუშაობს საქართველოში: