შემცირებული უთანასწორობა
10.1 2030 წლისთვის მოსახლეობის ქვედა 40%‐ის შემოსავლის ზრდის თანდათანობით მიღწევა და
შენარჩუნება საშუალო ეროვნულ განაკვეთზე მაღალი განაკვეთი
10.2 2030 წლისთვის ყველა ადამიანის გაძლიერება და სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ჩართულობის ხელშეწყობა, მიუხედავად ასაკის, სქესის, შეზღუდული შესაძლებლობების, რასის, ეთნიკური
კუთვნილების, წარმომავლობის, რელიგიის ან ეკონომიკური თუ სხვა სტატუსისა
10.3 თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფა და შედეგების მხრივ უთანასწორობის შემცირება, მათ
შორის დისკრიმინაციული კანონების, პოლიტიკისა და პრაქტიკის აღმოფხვრით და ამ თვალსაზრისით
სათანადო კანონმდებლობის, პოლიტიკისა და ქმედების ხელშეწყობით
10.4 პოლიტიკის, განსაკუთრებით კი ფისკალური, სახელფასო და სოციალური დაცვის პოლიტიკის შემოღება და თანდათანობით მეტი თანასწორობის მიღწევა
10.7 ადამიანების მოწესრიგებული, უსაფრთხო, ლეგალური და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული
მიგრაციისა და მობილობის ხელშეწყობა, მათ შორის, დაგეგმილი და კარგად მართული მიგრაციის
პოლიტიკის განხორციელების მეშვეობით