უახლესი
პრეს-რელიზი
26 ოქტომბერი 2026
ზამთრის სკოლა ახალგაზრდებისთვის: ადამიანის უფლებები, ჩვენი ყოველდღიურობა!
შეიტყვეთ მეტი
ისტორია
24 ოქტომბერი 2026
გაერო: რეალური შედეგები გლობალურ და ადგილობრივ დონეზე
შეიტყვეთ მეტი
პრეს-რელიზი
24 ოქტომბერი 2026
გაეროს დღის აღსანიშნავად ხელოვნურ ინტელექტზე, ინოვაციებსა და უსაფრთხო ციფრულ მომავალზე ახალგაზრდული ღონისძიება გაიმართა
შეიტყვეთ მეტი
უახლესი
მდგრადი განვითარების მიზნები საქართველოში
მდგრადი განვითარების მიზნები წარმოადგენს გლობალურ მოწოდებას მოქმედებისკენ, რომელიც მიზმად ისახავს სიღარიბის აღმოფხვრას, დედამიწის გარემოსა და კლიმატის დაცვას და მსოფლიოში ყველა ადამიანისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის მოპოვებას. ეს ის მიზნებია, რომელზეც გაერო მუშაობს საქართველოში:
პუბლიკაცია
12 იანვარი 2026
2026-2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულება
2026-2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულება (UNSDCF) განსაზღვრავს გაეროს სააგენტოთა ჯგუფის (UNCT) კოლექტიურ ვალდებულებას ხელი შეუწყოს ქვეყნის მდგრადი განვითარების პრიორიტეტების განხორციელებას, 2030 წლის დღის წესრიგის შესაბამისად. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, გაეროს 21 სააგენტო, ფონდი და პროგრამა ერთობლივად იმუშავებს საქართველოს მხარდასაჭერად ოთხი სტრატეგიული მიმართულებით: ინკლუზიური ზრდა და მწვანე გარდაქმნა; ადამიანური განვითარების ხელშეწყობა განათლების, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის გზით; კარგი მმართველობა, ადამიანის უფლებები და სოციალური ერთობა; ასევე მშვიდობისა და მდგრადობის გაძლიერება გამყოფ ხაზის ორივე მხარეს, რათა არავინ დარჩეს განვითარების პროცესებს მიღმა.
1 of 3
ვიდეო
09 დეკემბერი 2025
2026-2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერა საქართველოს მთავრობასა და გაერო-ს შორის
საქართველოს მთავრობასა და გაერო-ს შორის 2026-2030 წლების გაერო-ს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.
1 of 3
პუბლიკაცია
27 აპრილი 2026
გაეროს 2025 წლის წლიური ანგარიში
2025 წლის წლიური ანგარიში ასახავს საქართველოში გაეროს გუნდის ერთობლივ მიღწევებს ქვეყნის ეროვნული განვითარების პრიორიტეტების წინსვლისა და მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევის დაჩქარების საქმეში.2025 წელს გაეროს მრავალმხრივი საქმიანობა მოიცავდა საქართველოს მდგრადი განვითარების ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს, როგორებიცაა: მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება, ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერება, ინსტიტუტებისა და თემების განმტკიცება, ინკლუზიური ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოება და მწვანე ტრანზიციის ხელშეწყობა.
1 of 3
ისტორია
24 ოქტომბერი 2026
გაერო: რეალური შედეგები გლობალურ და ადგილობრივ დონეზე
24 ოქტომბერს გაეროს წესდების ძალაში შესვლიდან 81 წელი სრულდება. ამ თარიღს იმ ფონზე აღვნიშნავთ, როდესაც კონფლიქტები, უთანასწორობა და კლიმატური გამოწვევები სერიოზულ გამოცდას უქმნის როგორც საერთაშორისო ინსტიტუტებს, ისე მათ მიმართ საზოგადოების ნდობას. ადამიანები სრულიად სამართლიანად სვამენ კითხვას: რა ხელშესახები შედეგების მიღწევა შეუძლია გაეროს და რატომ არის მისი საქმიანობა მნიშვნელოვანი?გაერო კვლავ რჩება ერთადერთ უნივერსალურ პლატფორმად, სადაც ყველა ქვეყანას, დიდსა თუ პატარას, შეუძლია გაერთიანდეს საერთო გამოწვევების გადასაჭრელად. ის ქვეყნებს აძლევს შესაძლებლობას, აწარმოონ მოლაპარაკებები, მოაგვარონ უთანხმოებები და მიაღწიონ შეთანხმებებს ისეთ საკითხებზე, რომლებიც ეროვნულ საზღვრებს სცდება. ვერც ერთი ქვეყანა დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება კლიმატის ცვლილებას, ჯანმრთელობის სფეროში საგანგებო მდგომარეობას ან ომის შედეგებს.ამ უმნიშვნელოვანესი როლის გაძლიერება რეფორმებსაც მოითხოვს.გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის მიერ 2025 წლის მარტში დაწყებული ინიციატივის, „გაერო 80“-ის (UN80) ფარგლებში, მიმდინარეობს მუშაობა ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, მანდატების განხორციელების გადასინჯვისა და გაეროს სისტემის ერთობლივი საქმიანობის გასაძლიერებლად. მიზანი მკაფიოა: ორგანიზაციამ უკეთ შეძლოს ადამიანების საჭიროებებზე რეაგირება, რესურსების პასუხისმგებლიანად გამოყენება და თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავება.ადამიანებს უნდა შეეძლოთ ამ პროგრესის შეფასება იმ შედეგებით, რომლებსაც საკუთარ ცხოვრებაში ხედავენ.საქართველოში ეს გულისხმობს ეროვნული პრიორიტეტების მხარდაჭერას და თანამშრომლობას სახელმწიფო ინსტიტუტებთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ბიზნესსა და თემებთან გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების (2026-2030) მეშვეობით. ხელშეკრულება განსაზღვრავს ერთობლივ სამოქმედო გზამკვლევს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისა და მწვანე გარდაქმნის, სოციალური დაცვის სისტემების გაუმჯობესების, კარგი მმართველობის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური ერთიანობის, მშვიდობის, მედეგობისა და ძლიერი თემების ხელშეწყობისთვის. მის საფუძველში დევს ქალაქებსა და სოფლებში არსებული უთანასწორობის შემცირების ვალდებულება. ჩვენი წვლილი მდგომარეობს საერთაშორისო ცოდნის, გამოცდილებისა და პარტნიორობის მობილიზებაში იმ განვითარების მიზნების მხარდასაჭერად, რომლებიც საქართველომ თავად განსაზღვრა, გაეროს წესდებისა და ადამიანის უფლებათა და მდგრადი განვითარების სფეროში ჩვენი საერთო ვალდებულებების შესაბამისად.ამ საქმიანობის საერთო საფუძველს წარმოადგენს 2030 წლის დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელება. მისი მდგრადი განვითარების მიზნები ასახავს მისწრაფებებს, რომლებიც ყველა ოჯახისთვის ახლობელი და გასაგებია: კარგი ჯანმრთელობა, ხარისხიანი განათლება, ღირსეული სამუშაო, თანაბარი შესაძლებლობები და ჯანსაღი გარემო.ამ მიზნების მნიშვნელობა განსაკუთრებით ნათელი ხდება ადგილობრივ დონეზე, ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები ოჯახისთვის პროგრესი შეიძლება ნიშნავდეს საჯარო სერვისზე წვდომას ხანგრძლივი და ძვირადღირებული მგზავრობის გარეშე. ახალგაზრდისთვის — დასაქმების შესაძლებლობას და ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღებაში საკუთარი ხმის გაჟღერებას. ქალისთვის, რომელსაც ანაზღაურებადი სამუშაოსა და აუნაზღაურებელი ზრუნვის შეთავსება უწევს, — ისეთ სერვისებსა და ბიუჯეტებს, რომლებიც მის საჭიროებებსა და გარემოებებს ითვალისწინებს.სწორედ ამ ყოველდღიურმა რეალობამ უნდა განსაზღვროს, როგორ იგეგმება და ხორციელდება განვითარებაზე ორიენტირებული საქმიანობა.ფოთსა და ხაშურში გაეროს მხარდაჭერა მუნიციპალიტეტებს დაეხმარა მდგრადი განვითარების მიზნების ადგილობრივ დაგეგმვასთან დაკავშირებაში. ამ საქმიანობას პრაქტიკული მიზანი აქვს: ადგილობრივმა ინსტიტუტებმა უკეთ განსაზღვრონ პრიორიტეტები, ჩართონ მოსახლეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და რესურსები მიმართონ იქ, სადაც მათ ყველაზე დიდი დადებითი ცვლილების მოტანა შეუძლიათ. ციფრული ინკლუზიისა და ხელმისაწვდომი სერვისების განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალმთიან და არასაკმარისად მომსახურებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის.ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ მუნიციპალიტეტებს, რათა თანასწორობის პრინციპი ყოველდღიური გადაწყვეტილებების, პოლიტიკის შემუშავებისა და საჯარო სახსრების განაწილების განუყოფელი ნაწილი გახდეს. საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან 30-მა ხელი მოაწერა ევროპულ ქარტიას ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ. ეს ვალდებულებები მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის, თუმცა მათი რეალური ღირებულება იმ ცვლილებებით შეფასდება, რომლებსაც ადამიანები საკუთარ ცხოვრებაში იგრძნობენ.ამ პროცესში მოსმენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ადგილობრივმა ლიდერებმა კარგად იციან, რა გამოწვევების წინაშე დგანან მათი მუნიციპალიტეტები. მოსახლეობამ კი ყველაზე უკეთ იცის, რომელი ბარიერები ართულებს ყოველდღიურ ცხოვრებას. ამ განსხვავებული ხედვების დაგეგმვის პროცესში გათვალისწინება ხელს უწყობს სერვისების უკეთ მორგებას ადამიანების საჭიროებებზე და საჯარო რესურსების უფრო ეფექტიან გამოყენებას.ამ დიალოგში ახალგაზრდებს მნიშვნელოვანი და რეალური ადგილი უნდა ეკავოთ. ისინი უკვე შეაქვთ საკუთარი იდეები, ცოდნა, უნარები და ენერგია თავიანთი თემების განვითარებაში, თუმცა გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობები კვლავ არათანაბარია. ახალგაზრდების მონაწილეობას შეუძლია დღეს მიღებული გადაწყვეტილებები უკეთესი გახადოს.საქართველოში გაეროს ახალგაზრდული მრჩეველთა ჯგუფი ქმნის სივრცეს, სადაც განსხვავებული გამოცდილებისა და წარმომავლობის ახალგაზრდებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ჩვენი პრიორიტეტებისა და საქმიანობის განსაზღვრაში. ამასთანავე, ეს ჩვენც გვაკისრებს პასუხისმგებლობას: ყურადღებით მოვუსმინოთ ახალგაზრდებს, ვუპასუხოთ მათ რეკომენდაციებს და ნათლად ვაჩვენოთ, როგორ აისახება მათი წვლილი გადაწყვეტილებების მიღებაზე.სწორედ ასე გარდაიქმნება გლობალური ვალდებულებები ადგილობრივ ქმედებებად. ამისთვის საჭიროა ინსტიტუტები, რომლებიც მზად არიან მოსასმენად, ნდობაზე დაფუძნებული პარტნიორობა და მუდმივი ყურადღება იმ ადამიანების მიმართ, ვისაც შესაძლებლობებზე წვდომისას ყველაზე დიდი ბარიერების გადალახვა უწევთ.ამასთანავე, აუცილებელია გავაცნობიეროთ, რომ ადამიანების კეთილდღეობა და პლანეტის სიჯანსაღე ერთმანეთისგან განუყოფელია. განვითარებამ დღეს უნდა გააფართოოს შესაძლებლობები და, ამავე დროს, დაიცვას ბუნებრივი რესურსები და გარემო, რომლებზეც მომავალი თაობების კეთილდღეობაა დამოკიდებული.გაეროს დღესთან დაკავშირებით, ჩვენი პასუხისმგებლობაა, თანამშრომლობა რეალურ შედეგებად ვაქციოთ: მხარი დავუჭიროთ საქართველოს პრიორიტეტებს, დავიცვათ ადამიანის ღირსება და უფლებები და დავეხმაროთ თემებს უფრო უსაფრთხო და მდგრადი მომავლის შექმნაში.გაერომ ადამიანების ნდობა საკუთარი საქმიანობით უნდა მოიპოვოს. მისი უნივერსალური პლატფორმა ამისთვის უნიკალურ საფუძველს გვაძლევს. რეფორმებმა უნდა შეგვაძლებინოს ამ შესაძლებლობის უკეთ გამოყენება. წარმატების საზომად კი კვლავ უნდა დარჩეს ის დადებითი ცვლილებები, რომლებსაც ერთობლივი ძალისხმევით ადამიანების ცხოვრებაში ვახორციელებთ.
1 of 5
ისტორია
04 სექტემბერი 2026
გაეროს საქმიანობაში ახალგაზრდების მონაწილეობის გაძლიერება საქართველოში
ახალგაზრდა მრჩეველთა ჯგუფის (YAG) წევრებმა საქმიანობა ოფიციალურად 2 სექტემბერს თბილისში გამართული პირველი სამუშაო შეხვედრით დაიწყეს. შეხვედრას ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან შერჩეული 15 ახალგაზრდა ლიდერი ესწრებოდა.საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის, დიდიე ტრებუკის, ინიციატივით შექმნილი ჯგუფი გაეროს სააგენტოების საკონსულტაციო პლატფორმის ფუნქციას შეასრულებს. ჯგუფის მიზანია, მონაწილეობა მიიღოს ახალგაზრდულ პოლიტიკასთან, პროგრამებსა და სტრატეგიებთან დაკავშირებულ მსჯელობაში, გაეროს საკუთარი მოსაზრებები გაუზიაროს და უზრუნველყოს, რომ ახალგაზრდების ხმები გათვალისწინებულ იქნეს გაეროს პროგრამებისა და გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს 2026-2030 წლების დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესებში.პირველი შეხვედრის ფარგლებში, ახალგაზრდა მრჩეველთა ჯგუფის წევრებს მიეცათ შესაძლებლობა, გაეცნოთ ერთმანეთი, გაეცვალათ იდეები და მოსაზრებები, და ჩამოეყალიბებინათ სამომავლო საქმიანობის ერთობლივი სტრატეგია.„ახალგაზრდები გაეროს მიმდინარე საქმიანობის ჩამოყალიბებაში საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ უმნიშვნელოვანესი პარტნიორები არიან. შინაარსიანი მონაწილეობისა და მუდმივი ჩართულობის გზით ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ ახალგაზრდების ხმებმა, იდეებმა და მათმა გამოცდილებამ ხელი შეუწყოს პრიორიტეტების განსაზღვრას და რეალური, მდგრადი ცვლილებების განხორციელებას საქართველოსთან 2026-2030 წლების თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში. საბოლოო ჯამში, ეს ცვლილებები საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებაზე აისახება“, - განაცხადა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, დიდიე ტრებუკმა.შეხვედრის მთავარი აქცენტი ახალგაზრდების ჩართულობის რეალისტური შესაძლებლობების განსაზღვრასა და ჯგუფის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების გამოვლენაზე გამახვილდა. მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს იმ აქტივობებსა და პოლიტიკურ საკითხებზე, რომლებზეც ჯგუფი ერთობლივად იმუშავებს.ჯგუფის წევრებმა ხაზი გაუსვეს, რომ მათი მანდატის ფარგლებში მთავარი მიზანი საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებებისა და შეხედულებების წარმოჩენა და მათი გაეროსთვის კონკრეტულ, პრაქტიკულად განსახორციელებელ რეკომენდაციებად გარდაქმნა იქნება.„ამ ჯგუფის შექმნა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა ერთმანეთს მოუსმინონ, გაცვალონ მოსაზრებები და იდეები, კონსტრუქციულად ჩაერთონ პროცესებში და რეალური ცვლილებები მოახდინონ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის“, - განაცხადა ახალგაზრდა მრჩეველთა ჯგუფის წევრმა და ახალგაზრდულმა აქტივისტმა რეზი დგებუაძემ, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტმა.შეხვედრაზე ასევე ისაუბრა პანკისის ხეობის (ახმეტის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდა ლიდერმა გიორგი მოქვერაშვილმა. მან მიესალმა ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდულ ჯგუფებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას.„ახალგაზრდებისთვის შეიქმნა ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა. ამ ჯგუფში არიან ახალგაზრდები არა მხოლოდ დედაქალაქიდან, არამედ საქართველოს რეგიონებიდანაც“, - აღნიშნა მან.„ვფიქრობ, ამ ჯგუფის შექმნა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ, ახალგაზრდებს, შეგვიძლია რეალური ცვლილებები მოვიტანოთ უკეთესი მომავლისთვის“, - განაცხადა სალომე ჩახაიამ, ახალგაზრდა ლიდერმა ზუგდიდიდან.ახალგაზრდა მრჩეველთა ჯგუფის წევრები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ. შერჩევის პროცესმა უზრუნველყო სხვადასხვა სოციალური ჯგუფის, ინტერესებისა და გამოცდილების მქონე ახალგაზრდების წარმომადგენლობა.ეს მოტივირებული ახალგაზრდები ჯგუფის საქმიანობაში ცოდნას, კრეატიულობასა და ენთუზიაზმს შემოიტანენ, რითაც საქართველოს ახალგაზრდობის მრავალფეროვნებასა და დინამიზმს წარმოაჩენენ.მომავალ პერიოდში ჯგუფის წევრები გააგრძელებენ შეხვედრაზე განსაზღვრულ პრიორიტეტულ საკითხებზე მუშაობას. დაგეგმილი შემდგომი შეხვედრების ფარგლებში ისინი შეაფასებენ მიღწეულ პროგრესს და სამომავლო ნაბიჯებზე შეთანხმდებიან.ახალგაზრდა მრჩეველთა ჯგუფის მიზანია, ერთჯერადი კონსულტაციების ფარგლებს გასცდეს და ჩამოაყალიბოს ახალგაზრდების ერთობლივი იდეებისა და ინიციატივების შექმნაზე ორიენტირებული, უფრო სისტემური, ინკლუზიური და მდგრადი ჩართულობის მოდელი. ჯგუფი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებსა და გაეროს შორის კონსტრუქციული დიალოგის სივრცის შექმნას და, ამავდროულად, გაეროს მიერ საქართველოს მოსახლეობისთვის გაწეული მხარდაჭერის მათ საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე უკეთ მორგებას.ეს ინიციატივა ასევე მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს მიმდინარე ძალისხმევას ახალი ეროვნული ახალგაზრდული სტრატეგიის შემუშავების პროცესში. ამ პროცესში ახალგაზრდა მრჩეველთა ჯგუფს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ახალგაზრდების მონაწილეობის, ინკლუზიისა და გაძლიერების შესახებ ფართო ეროვნულ დისკუსიაში და შექმნას მნიშვნელოვანი არხი ახალგაზრდებისთვის, რათა ისინი აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის განვითარების დღის წესრიგში.
1 of 5
ისტორია
28 ივლისი 2026
100 ნაბიჯი კლიმატმედეგობისკენ
საქართველოში, 1.7 მილიონი ადამიანი, მთლიანი მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტი, კლიმატური რისკების ზონებში ცხოვრობს. საქსატატის მონაცემებით, გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების რიცხვი და ინტენსიობა წლიდან წლამდე იზრდება. ბოლო 12 წლის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, საქართველოში საშუალოდ წელიწადში 1,000 გეოლოგიური და 170 ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენა აღირიცხება, მათ შორის წყალდიდობები, წყალმოვარდნები, ძლიერი ქარი, ღვარცოფი, მეწყერი, გვალვა, სეტყვა თუ ზვავი. [წყარო: საქსტატი]მზარდი საფრთხე სათანადო პასუხსაც მოითხოვს, რასაც ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ახერხებს. 2019 წლიდან, საქართველოში ფართომასშტაბიანი კლიმატური პროგრამა ხორციელდება, რომელსაც საქართველოს მთავრობა და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) კლიმატის მწვანე ფონდისა (GCF) და შვეიცარიის დაფინანსებით უძღვებიან. 2020-2025 წლებში, კლიმატური პროგრამის ერთ-ერთ თანადამფინანსებელს შვედეთიც წარმოადგენდა.ამ კომპლექსური დახმარების მეშვეობით, საქართველომ კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის ეფექტიანი მიდგომები უნდა დანერგოს, მათ შორის ადრეული გაფრთხილების სისტემები, ჰიდრო და აგრომეტეოროლოგიური დაკვირვებისა და მონიტორინგის ქსელი, გაუმჯობესებული პროგნოზირება და საფრთხის ზონირების პოლიტიკა. გარდა ამისა, მაღალი რისკის ადგილებში კატასტროფებისგან დამცავი ნაგებობები, მაგალითად, ნაპირდამცავი გაბიონები და ქვანაყარი ბერმები უნდა აშენდეს.საქმე ბევრია, ხოლო მის ხარისხიან განხორციელებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება. ამასობაში, ასი ათასობით ადამიანი კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პრობლემებს აქ და ახლა უმკლავდება. დაუცველ მოსახლეობაზე ეს განსაკუთრებით მწვავედ აისახება, მათ შორის სოფლად მცხოვრებ ქალებზე, ბავშვებზე, ხანდაზმულებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და მაღალმთიანი ან რთულად მისადგომი რეგიონების მაცხოვრებლებზე.სწორედ ამიტომ, სათემო პროექტების განხორციელება და ადგილობრივი მოსახლეობის უშუალო და პირდაპირი ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით, UNDP-მ მთელ საქართველოში 100 თემი გამოავლინა, სადაც კლიმატური კატასტროფების რისკი განსაკუთრებით მაღალია, ხოლო ადგილობრივი რესურსები არსებული პრობლემების მოგვარებას ვერ სწვდება.100-ვე თემში სულ 360 ათასზე მეტი მოსახლეა. თითოეული მათგანისთვის, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საფრთხეები მუდმივი საზრუნავია და ყოველდღიურობას განსაზღვრავს. ყველა თემისთვის უკვე შემუშავდა კატასტროფათა რისკის შემცირების ადგილობრივი გეგმები, რაშიც თავად მაცხოვრებლები ჩაერთნენ. ამ გეგმების საფუძველზე, მცირემასშტაბიანი, თუმცა კლიმატმედეგობისთვის მნიშვნელოვანი და ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული პროექტები ხორციელდება.2026 წლის ბოლომდე, ადგილობრივი პროექტების განხორციელდება დასავლეთ საქართველოს 50 თემში დასრულდება, ხოლო 2027 წლის ბოლომდე, ამას აღმოსავლეთ საქართველოს 50 თემიც დაემატება.დაცული სახლები და სავარგულები, გამაგრებული ნაპირები, გაწმენდილი არხები და ახალი ქარსაცავი ზოლები ამ სამუშაოების თვალსაჩინო შედეგებია. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია კლიმატური კატასტროფების მიმართ ადამიანების დამოკიდებულების ცვლილება, თავდაჯერებულობის გაზრდა და იმის გააზრება, რომ დაცული და კლიმატგონივრული მომავალი ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ. UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის, დაგლას უების სიტყვებით: „კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობა თითოეული ადამიანის აქტიურ ჩართულობას ეფუძნება. ადამიანის სიცოცხლისა და საკუთრების დაცვა და კლიმატგონივრული მომავლის მშენებლობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებული საფრთხეების გაცნობიერება და შესაბამისი ზომების გატარება ყველა დონეზე მოხდება, მათ შორის ადგილობრივ თემებში.“Video Player რამე თუ გვეშველა, ჩვენც აგერ ვართ!„რამე თუ გვეშველა, აგერ ვართ!“ - სოფელ ქვაბღას მაცხოვრებელი, ოლია ჭელიძე კლიმატის ცვლილებას გადამდები ოპტიმიზმით უყურებს. მისი ულამაზესი, მწვანე სოფელი ხშირად იმეწყრება, მთის ფერდობიდან ჩამოსული წყალი და მიწა სახლებსა და ბაღებს აზიანებს და ადგილობრივ მაცხოვრებლებს უამრავ პრობლემას უქმნის. მთის ძირში გაშენებული ოლიას საკარმიდამო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის ადგილია. ტალახის ნაკადს მისი სახლის კედლებიც დაუზიანებია და თხილის ბუჩქებიც ამოუძირკვავს, ხოლო 2023 წელს, ოთახებშიც კი შემოუღწევია. ეს შემთხვევა ოლიას კარგად ახსოვს, რადგან მცირეწლოვან შვილიშვილებთან ერთად სახლში მარტო იყო და გვარიანად შეშინდა.ქალბატონი ოლიას ოჯახმა არაერთხელ სცადა, ეს პრობლემა საკუთარი ძალებით მოეგვარებინა და ფერდობი დროებით მაინც გაემაგრებინა. თუმცა ყოველი ძლიერი წვიმა მათ შრომას ანადგურებდა და ყველაფრის თავიდან დაწყება უწევდათ.დღეს ჭელიძეების სახლი და ეზო გაცილებით უკეთაა დაცული. ფერდობის ძირში 25 მეტრი სიგრძისა და 2 მეტრი სიმაღლის ბეტონის საყრდენი კედელი აშენდა და გამაგრებითი სისტემა მოეწყო, ხოლო ნიადაგის სტაბილიზაციისთვის, ფერდობზე ტირიფები გაშენდა. ნერგები კარგად იზრდება, რაც ქალბატონ ოლიას განსაკუთრებით ახარებს:„ფესვები მიწას ამაგრებს. ჩვენ ვუვლით და ვზრდით, რადგან ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია მათი შენარჩუნება.“სამუშაოების დასრულების შემდეგ ფერდობიდან ჩამოსულ მიწასა და წყალს სახლისთვის ზიანი აღარ მიუყენებია. საძირკველი სუფთაა, დანალექი აღარ გროვდება და ოლიას ოჯახი წვიმასა თუ თოვლს შიშით აღარ ელოდება.ქალბატონი ოლიასთვის და მისი თანასოფლელებისთვის ქვაბღაში განხორციელებული სამუშაოები მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტი როდია. ეს დაცული სახლია, უსაფრთხო გარემო და იმის რწმენა, რომ კატასტროფის რისკის შემცირება, ერთმანეთის დახმარება და პრობლემების ერთად გადაწყვეტა შესაძლებელია.კლარა კუტუბიძე | სოფელი სუფსა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიფოტოს ავტორი: UNDP | ნინო ზედგინიძეერთად უსაფრთხოდ ვართ„წვიმის დროს ღამეს თეთრად ვათენებდით. სახლში წყალი გვივარდებოდა, ოთახები ტალახით ივსებოდა”, - იხსენებს სოფელ სუფსას მაცხოვრებელი, კლარა კუტუბიძე.სოფლად მცხოვრებმა ქალებმა კლიმატის ცვლილებაზე ბევრი რამ იციან. წვიმით დაზიანებული სახლები, დატბორილი ბაღები, დანგრეული გზები - ყველა ეს მოვლენა ოჯახების ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება, ქალებს კი შრომასა და საზრუნავს უმატებს.ხშირად, სწორედ ქალები განსაკუთრებით აქტიურად მონაწილეობენ ადგილობრივი კლიმატმედეგობის პროექტებში, სოფლის გასაჭირზე საუბრობენ და თავისი სათქმელი თანასოფლელებთანაც მიაქვთ, ადგილობრივ ხელისუფლებასთანაც და კლიმატურ საქმიანობაში ჩართულ ორგანიზაციებთანაც.ქალბატონი კლარა სწორედ ასეთი აქტიური ადამიანია. კლიმატთან ადაპტაცია მისთვის მხოლოდ ინფრასტრუქტურის შექმნას კი არ ნიშნავს, არამედ მეზობლების გაერთიანებას, პრობლემებზე მსჯელობასა და გამოსავლის ერთად ძიებას უკავშირდება. ის სათემო საქმიანობაში აქტიურად ერთვება და სოფლის გასაჭირზე ადგილობრივ ხელისუფლებასაც ესაუბრება.„ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანს. თუ გვინდა, რომ ჩვენი სოფელი უფრო უსაფრთხო იყოს, ყველამ უნდა შევიტანოთ წვლილი.“სუფსაში განხორციელებული ადგილობრივი კლიმატმედეგობის პროექტები სწორედ ამ სათემო ერთიანობამ განაპირობა. სოფლის მაცხოვრებლებმა ყველაზე დიდი რისკები ერთად გამოავლინეს და ადგილობრივ გადაწყვეტებზე შეთანხმდნენ. შედეგად, სოფელში 246 მეტრი სიგრძის ბეტონის არხი და 270 მეტრი სიგრძის მიწის არხი გაიწმინდა, 180 მეტრი სიგრძის ვიწრო მიწის არხი გაფართოვდა და 30 მეტრი სიგრძის დამცავი ბეტონის კედელი აშენდა.სათემო განხილვების შედეგად, კატასტროფათა რისკის მართვის გეგმაც შემუშავდა. ეს დოკუმენტი კლიმატმედეგობის ერთგვარ გზამკვლევად იქცა, რომელშიც ადგილობრივი ცოდნა, საერთო პასუხისმგებლობა და პრაქტიკული გადაწყვეტები აისახა.Video Player ქარის ქრისსოფელ სვირში, ძლიერი ქარი არავის უკვირს. ეს ყოველდღიურობის ნაწილი და ადგილობრივი მაცხოვრებლების მუდმივი სატკივარია. ქარი სახლების სახურავებს აზიანებს, ხეებს ამტვრევს და მოსავალს ანადგურებს.„სიმინდი ყველას აქვს დათესილი. ხანდახან ისეთი ქარია, ასე ერთიანად დააწვენს“, - გვიყვება პაატა გვენეტაძე. სვირელებმა ქარისგან დაცვა გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით მოახერხეს. სათემო შეხვედრებზე მათ სოფლის დაცვის გეგმა შეიმუშავეს, ხოლო შემდეგ 660 მეტრი სიგრძის კვიპაროსების ქარსაცავი ზოლი გააშენეს. ხეების დარგვაში ყველა ჩაერთო, რადგან ეს სოფლის საჭიროებებსა და ერთად მიღებულ გადაწყვეტილებებს პასუხობდა.„კვიპაროსები კარგია ქარისგან დასაცავად. ეს სოფლის მოთხოვნა იყო და გაკეთდა კიდეც.“ლილი ნადირაძე | სოფელი ჭოგნარი, სამტრედიის მუნიციპალიტეტიფოტოს ავტორი: UNDP | ნინო ზედგინიძეგზა შინისკენწვიმიანი დღეებში, ლილი ნადირაძის მუდმივი საფიქრალი მისი შვილიშვილია - შეძლებს თუ არა მოზარდი სკოლაში წასვლას და შინ მშვიდობით დაბრუნებას.სოფელ ჭოგნარში, სადაც მხოლოდ 14 ოჯახი ცხოვრობს, ძლიერი ნალექი მთის ფერდობების ჩამოშლას იწვევს. წყლის და ნაშალი მიწის ნაკადი სოფელში ჩაედინება და ცენტრალურ გზას აზიანებს. ეს გზა საჯავახოს თემის ათ პატარა სოფელს ადმინისტრაციულ ცენტრთან აკავშირებს. გზა თუ ჩაიკეტა, სოფლების მოსახლეობა გარე სამყაროს მოწყვეტილი რჩება. ბავშვები სკოლაში ვეღარ მიდიან, მუნიციპალური სერვისებითა თუ სასწრაფო დახმარებით სარგებლობა რთულდება ან შეუძლებელიც კი ხდება.UNDP-ის დახმარებით, ჭოგნარში 236 მეტრი სიგრძის ბეტონის სანიაღვრე არხი მოეწყო, ხუთმეტრიანი სანიაღვრე ცხაური დამონტაჟდა, ხოლო სოფლის გზა 100 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე მოიხრეშა. თემის საჭიროებების გათვალისწინებით, სასმელი წყლის მილსადენიც გაკეთდა. შედეგად, გადაადგილება უფრო უსაფრთხოა, ხოლო წვიმიანი დღეები შიშსა და შფოთვას აღარ იწვევს.„წყალი აღარ მოდის გზაზე, არხებით მიედინება. ყველა კმაყოფილია, ვინც სოფლიდან წასულია და ვინც აქ ვართ“, - გვიყვება ქალბატონი ლილი.ზესტაფონის მუნიციპალიტეტიფოტოს ავტორი: UNDP | გაგა კაპანაძემედეგობა აქ იწყება2026 წლის ივნისისთვის, კატასტროფათა რისკის მართვის გეგმების შედგენა და ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული პროექტები დასავლეთ საქართველოს 50 თემში განხორციელდა. შესრულებული სამუშაოები როგორც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ისე ბუნებაზე დაფუძნებული, ბიოინჟინერიული გადაწყვეტების დანერგვას მოიცავს. მათ შორის, მდინარეების კალაპოტების გაწმენდას, მცირე ზომის გაბიონებისა და ქვანაყარი ბერმების მშენებლობას, დრენაჟის სისტემების გამართვას, წყალგამტარი არხების შექმნასა და მდინარის ნაპირების გამაგრებას ხეებისა და ბუჩქების დარგვის მეშვეობით.2027 წლის ბოლომდე, მსგავსი სამუშაოები აღმოსავლეთ საქართველოს 50 თემშიც შესრულდება. ადგილობრივი საბჭოები, რომლებიც 100-ვე სამიზნე თემში შეიქმნა, თითოეულ სათემო პროექტს გაუწევს კოორდინირებას, ხოლო დაფინანსებასა და ტექნიკურ მხარდაჭერას UNDP-ის კლიმატური პროგრამა უზრუნველყოფს.შედეგები ხელშესახებია: უკეთ დაცული სახლები, გამართული ინფრასტრუქტურა, მეტად ინფორმირებული მოსახლეობა და, რაც მთავარია - მცირე, თუმცა მნიშვნელოვანი ნაბიჯები კლიმატმედეგი მომავლისკენ.ყველა ვიდეო-ინტერვიუ იხილეთ ჩვენს YouTube არხზე.დამატებითი ინფორმაციაგაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობს კლიმატგონივრული საზოგადოების მშენებლობას, რათა საქართველოს მოსახლეობა, ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა მეტად იყოს დაცული კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისა და ეკონომიკური შოკებისგან. 74 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამა კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს მთავრობის და შვედეთისა და შვეიცარიის დაფინანსებით ხორციელდება. პროგრამის განხორციელებაში ჩართულები არიან საქართველოს საჯარო და სამოქალაქო სექტორები, აკადემიური ინსტიტუტები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, საერთაშორისო პარტნიორები და ადგილობრივი მოსახლეობა.დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.
1 of 5
ისტორია
07 ივლისი 2026
გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციები და მდგრადი განვითარება საქართველოში: გაეროს ხედვა
გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციები სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალურ ეკონომიკაში, რადგან კერძო კაპიტალი ეტაპობრივად მიემართება ისეთი ინიციატივებისკენ, რომლებიც ფინანსურ უკუგებასთან ერთად გაზომვად სოციალურ და გარემოსდაცვით შედეგებს ქმნის. კლიმატის ცვლილების, მზარდი უთანასწორობისა და მდგრადი განვითარების გამოწვევების ფონზე, გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციები ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მძლავრ ინსტრუმენტად ჩამოყალიბდა – ინსტრუმენტად, რომელიც ერთდროულად ქმნის ხელშესახებ სარგებელს ადამიანებისა და პლანეტისთვის.საქართველოსთვის გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციები მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს. ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა, განახლებადი ენერგიის პოტენციალი, მზარდი დაკავშირებადობა, განვითარებადი კაპიტალის ბაზრები და დიდი პოტენციალი ისეთ სექტორებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ლოგისტიკა და მდგრადი ტურიზმი, ნოყიერ ნიადაგს ქმნის ისეთი ინვესტიციებისთვის, რომლებიც ფინანსურ მაჩვენებლებს პოზიტიურ სოციალურ და გარემოსდაცვით ზეგავლენასთან აერთიანებს.გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციები სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალურ ეკონომიკაში, რადგან კერძო კაპიტალი ეტაპობრივად მიემართება ისეთი ინიციატივებისკენ, რომლებიც ფინანსურ უკუგებასთან ერთად გაზომვად სოციალურ და გარემოსდაცვით შედეგებს ქმნის. კლიმატის ცვლილების, მზარდი უთანასწორობისა და მდგრადი განვითარების გამოწვევების ფონზე, გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციები ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მძლავრ ინსტრუმენტად ჩამოყალიბდა – ინსტრუმენტად, რომელიც ერთდროულად ქმნის ხელშესახებ სარგებელს ადამიანებისა და პლანეტისთვის.საქართველოსთვის გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციები მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს. ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა, განახლებადი ენერგიის პოტენციალი, მზარდი დაკავშირებადობა, განვითარებადი კაპიტალის ბაზრები და დიდი პოტენციალი ისეთ სექტორებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ლოგისტიკა და მდგრადი ტურიზმი, ნოყიერ ნიადაგს ქმნის ისეთი ინვესტიციებისთვის, რომლებიც ფინანსურ მაჩვენებლებს პოზიტიურ სოციალურ და გარემოსდაცვით ზეგავლენასთან აერთიანებს.შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ გაეროს როლი არა ინვესტორების ჩანაცვლება, არამედ მდგრადი განვითარებისთვის ბაზრების ამუშავებაა – იმ ინსტიტუტების, პარტნიორობებისა და საინვესტიციო პროექტების პორტფელის (pipelines) შექმნის გზით, რომელიც საქართველოში გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების ეფექტური მასშტაბირების შესაძლებლობას იძლევა.შეგიძლიათ, გაგვიზიაროთ გაეროს მიერ მხარდაჭერილი იმ ინიციატივების ან მიდგომების მაგალითები, რომლებიც ხელს უწყობს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, კლიმატის მიმართ მედეგობას ან სოციალურ განვითარებას საქართველოში?გაეროს ქვეყნის გუნდი მხარს უჭერს ინიციატივების ფართო სპექტრს, რომლებიც მიზნად ისახავს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, კლიმატის ცვლილებებისადმი მედეგობის გაძლიერებასა და სოციალური განვითარების ხელშეწყობას. გაერო მხარს უჭერს ეკონომიკურ ინკლუზიას ისეთი პროგრამების მეშვეობით, რომლებიც ფოკუსირებულია სოფლისა და ქალაქის განვითარებაზე, საჯარო-კერძო პარტნიორობაზე, მეწარმეობაზე, პროფესიული განათლების რეფორმაზე, მცირე ბიზნესის კონკურენტუნარიანობაზე, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვაზე როგორც კერძო, ისე საჯარო სერვისებში, დაკავშირებადობაზე და მწვანე ეკონომიკურ ტრანზიციაზე. ეს ძალისხმევა ხელს უწყობს ისეთ ქრონიკულ გამოწვევებთან გამკლავებას, როგორიცაა უმუშევრობა და ქალთა სამუშაო ძალის ჩართულობის შედარებით დაბალი მაჩვენებელი.გაეროს ქალთა ორგანიზაცია კერძო სექტორთან პარტნიორობით ხელს უწყობს კომპანიებში ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვას. 2024 წლის ბოლომდე, WEP-ის ხელმომწერმა კომპანიებმა საქართველოში 71 000-ზე მეტ ქალს გაუწიეს მხარდაჭერა, რამაც მათთვის გააუმჯობესა ხელმისაწვდომობა ფინანსებზე, ჯანდაცვასა და ციფრულ ინსტრუმენტებზე და, ამავდროულად, ხელი შეუწყო სამუშაო ადგილებზე გენდერული სტერეოტიპების დაძლევას.კიდევ ერთი მაგალითია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინიციატივა, რომელიც ხელს უწყობს კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარებას, სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვასა და სოფლის ინტეგრირებულ განვითარებას ფერმერთა სკოლების (Farmer Field Schools) და ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემის (NAITS) მეშვეობით. აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს მეცხოველეობისა და სოფლის მეურნეობის სექტორების მოდერნიზებას, აძლიერებს სოფლის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას და ქმნის სამუშაო ადგილებს არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით, არამედ სხვა სფეროებშიც.კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაცია და კატასტროფების რისკის შემცირება წარმოადგენს გაეროს უმთავრეს პრიორიტეტებს საქართველოში. გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივა 100 თემი, 100 ნაბიჯი კლიმატგონივრული მომავლისკენ, რომელიც კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მხარდაჭერით ხორციელდება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ორ სამოქალაქო ორგანიზაციასთან – შავი ზღვის ეკო-აკადემიასა და Hydroc-თან პარტნიორობით, მუშაობს 11 მდინარის აუზში მდებარე 100 მაღალი რისკის მქონე თემთან ბუნებრივი კატასტროფების საფრთხეების შესამცირებლად. პროგრამა ასევე აძლიერებს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის შესაძლებლობებს ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების მრავალმხრივი რისკების რუკების შედგენის, ადრეული გაფრთხილების სისტემებისა და კლიმატური რისკების მართვის დანერგვის გზით.მთლიანობაში, გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩო – პროგრამა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რეგიონული უთანასწორობის შემცირებას, დეცენტრალიზებული და ინკლუზიური მმართველობის გაძლიერებას, ადამიანის უფლებების დაცვასა და იმის უზრუნველყოფას, რომ ეკონომიკური და სოციალური განვითარების შედეგებით საქართველოს ყველა თემმა ისარგებლოს.საქართველოში გაეროს ქვეყნის გუნდის პერსპექტივიდან, რა ძირითადი შესაძლებლობები და გამოწვევები არსებობს ისეთი ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, რომლებიც ფინანსურ უკუგებასთან ერთად გაზომვად სოციალურ და გარემოსდაცვით ზემოქმედებას ქმნის? საქართველოს აქვს ძლიერი პოტენციალი გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების მოსაზიდად მისი სტრატეგიული მდებარეობის, სწრაფად მზარდი დაკავშირებადობის, განახლებადი ენერგიის რესურსების, სოფლის მეურნეობის სექტორისა და ძლიერი ეკონომიკური ზრდის წყალობით. ამავდროულად, ქვეყანას აქვს მტკიცე ერთგულება მდგრადი განვითარების მიზნებისადმი, რაც ნოყიერ ნიადაგს ქმნის ისეთი ინვესტიციებისთვის, რომლებიც ეკონომიკურადაც გამართლებულია და სოციალური ზეგავლენის მქონეც.მთავარი შესაძლებლობები მოიცავს განახლებად ენერგიას, მდგრად ტურიზმს, სოფლის მეურნეობას, ლოგისტიკას და ცირკულარული ეკონომიკის ბიზნესებს, როგორიცაა ნარჩენების გადამუშავება და მართვა. საქართველოს ჰიდროენერგეტიკული, მზისა და ქარის ენერგიის პოტენციალს, ისეთ პროექტებთან ერთად, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, შეუძლია, ხელი შეუწყოს ქვეყნის პოზიციონირებას რეგიონულ მწვანე ენერგეტიკულ ჰაბად. ამ ინვესტიციებს შეუძლია სამუშაო ადგილების შექმნა, ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესება და ემისიების შემცირება.ასევე, საქართველოს აქვს შესაძლებლობები დაბალნახშირბადიანი ტრანსპორტის, კლიმატის ცვლილებებისადმი მედეგი ინფრასტრუქტურის, ციფრული განათლების, ტელემედიცინისა და ქალთა მიერ მართული ბიზნესებისა და მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის მიმართულებით. აღნიშნულ სექტორებს შეუძლია,ხელი შეუწყონ ქალაქსა და სოფელს შორის არსებული უთანასწორობის შემცირებას, ფინანსური ინკლუზიის გაუმჯობესებასა და დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას.მთლიანობაში, საქართველო კარგ შესაძლებლობებს სთავაზობს ისეთ ინვესტიციებს, რომლებიც ფინანსურ უკუგებას პოზიტიურ სოციალურ და გარემოსდაცვით გავლენასთან აერთიანებს. თუმცა, ამ პოტენციალის რეალიზება მოითხოვს უფრო ძლიერ ინსტიტუტებს, უკეთეს რეგულაციებს, გაუმჯობესებულ მონაცემთა სისტემებსა და უწყვეტ თანამშრომლობას მთავრობას, განვითარების პარტნიორებსა და კერძო სექტორს შორის. ამ მხრივ, მთავარი ამოცანაა ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან მყარი პარტნიორობებისა და კოალიციების შექმნა ყველა დონეზე, რათა ფინანსური ინვესტიციები რეალურად აისახოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის დაჩქარებასა და ინკლუზიურ განვითარებაში.როგორ შეუძლია საერთაშორისო ორგანიზაციებს, მთავრობებს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და კერძო სექტორს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოში მდგრადი განვითარების დაჩქარება?აუცილებელი პირობა მკაფიოა: განვითარების ორგანიზაციებმა, კერძო ინვესტორებმა, ფინანსურმა ინსტიტუტებმა, მთავრობამ და კერძო სექტორმა საკუთარი პრიორიტეტები და ფინანსური ინსტრუმენტები მდგრადი განვითარების მიზნებს უნდა შეუსაბამონ, რათა საქართველოში გრძელვადიანი მდგრადი განვითარების სრული პოტენციალი გამოვლინდეს.საერთაშორისო ორგანიზაციებს, მთავრობებს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას შეუძლია, გააერთიანოს პოლიტიკური ლიდერობა, დაფინანსება, ინოვაციები და ტექნიკური ექსპერტიზა, რათა მიღწეულ იქნას უფრო დიდი და მდგრადი ზეგავლენა ისეთ სფეროებში, როგორიცაა მწვანე ენერგეტიკა, მედეგი ინფრასტრუქტურა, ციფრული ინოვაციები და სოციალური ინკლუზია, რაც დაეხმარება საქართველოს უფრო მედეგი, ინკლუზიური და მდგრადი მომავლის შენებაში. გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ტექნიკური დახმარებისა და შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერაში, გავლენაზე ორიენტირებული საინვესტიციო ფონდებისა და შერეული დაფინანსების მექანიზმების ხელშეწყობაში, ასევე იმ პოლიტიკისა და რეფორმების მხარდაჭერაში, რომლებიც მდგრადი ინვესტიციების განვითარებას უწყობს ხელს.ამ კონტექსტში, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კერძო სექტორის მობილიზებასა და გაერთიანებაში, ასევე სტრატეგიული გავლენის მქონე ინვესტიციებისა და პასუხისმგებლიანი ბიზნესპრაქტიკის ხელშეწყობაში.როგორ აფასებთ გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების ამჟამინდელ როლს მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში გლობალურად და უფრო ფართო რეგიონში?გლობალურად, გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციები მდგრადი დაფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება. მას უკვე შეაქვს წვლილი მდგრად განვითარებაში, თუმცა ტრანსფორმაციულ მასშტაბებისთვის ჯერ კიდევ არ მიუღწევია. მისი მთავარი როლია კერძო, მოგებაზე ორიენტირებული კაპიტალის მიმართვა იმ სოციალური და გარემოსდაცვითი მიზნებისკენ, რომლებიც დაკავშირებულია მდგრადი განვითარების მიზნებთან განსაკუთრებით, ისეთ სფეროებში, როგორიცაა კლიმატის ცვლილება. Vontobel-ის 2025 წლის კვლევის მიხედვით, ინვესტორთა 81% დეკარბონიზაციას მიმდინარე ან სამომავლო მიზნად მიიჩნევს, ხოლო 77% პრიორიტეტს ნულოვან წმინდა ემისიებზე (net-zero) გადასვლას ანიჭებს. ამასთან, სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა თანაბარ შესაძლებლობებზე, მრავალფეროვნებასა და ბიომრავალფეროვნებაზე ორიენტირებულ ინვესტიციებს.თვალსაჩინოა რეგიონული ტენდენციებიც. 2024 წელს, ევროპულმა კერძო გავლენაზე ორიენტირებულმა საინვესტიციო ბაზარმა (არაკვოტირებულ აქტივებში განხორციელებული პირდაპირი და არაპირდაპირი ინვესტიციები) ორი წლის განმავლობაში ზრდის შედეგად, 80 მილიარდი ევროდან 190 მილიარდ ევროს მიაღწია.[1] ზოგიერთი ანგარიშის თანახმად, უფრო ფართო ევროპული გავლენის ბაზარი 230 მილიარდ ევროდ არის შეფასებული[2]. ამ ზრდას მნიშვნელოვნად განაპირობებს ინსტიტუციური ინვესტორების ჩართულობა და მყარი მარეგულირებელი გარემო, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ ფინანსურ უკუგებასთან ერთად უზრუნველყოს გაზომვადი სოციალური და გარემოსდაცვითი სარგებელი.გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციები სამხრეთ კავკასიაში (სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო) ფოკუსირებულია განახლებად ენერგიაზე, კლიმატის ცვლილებებისადმი მედეგობაზე, მდგრად სოფლის მეურნეობაზე, ტექნოლოგიურ ინოვაციებზე, რეგიონულ დაკავშირებადობაზე და შუა დერეფნის (Middle Corridor) ინფრასტრუქტურაზე, მდგრადი და თანაბარი ზრდის უზრუნველსაყოფად. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ სწორი საინვესტიციო ჩარჩოებისა და მარეგულირებელი სტიმულების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების სრული პოტენციალის რეალიზება.რა მთავარი გზავნილი გექნებოდათ ბიზნესებისა და ინვესტორებისთვის, რომლებიც ფინანსურ შედეგებთან ერთად სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენის შექმნასაც ისახავენ მიზნად?გამოწვევები, რომელთა წინაშეც დღეს მსოფლიო დგას, მათ შორის, კლიმატის ცვლილება, უთანასწორობა და მყიფე მიწოდების ჯაჭვები, ინოვაციურ ფინანსურ გადაწყვეტებს მოითხოვს. გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციები ბიზნესებსა და ინვესტორებს საშუალებას აძლევს, მიიღონ ფინანსური უკუგება და ამავდროულად, უზრუნველყონ პოზიტიური სოციალური და გარემოსდაცვითი შედეგები, როგორიცაა სამუშაო ადგილების შექმნა ნაკლებად განვითარებულ თემებში, კლიმატის ცვლილებებისადმი მედეგი ინფრასტრუქტურის ან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე წვდომის გაუმჯობესება.გრძელვადიანი წარმატების მისაღწევად, ბიზნესებსა და ინვესტორებს სჭირდებათ მკაფიო მიზნები, ძლიერი მმართველობა და გრძელვადიანი პარტნიორობა საჯარო და კერძო სექტორებს შორის. კომპანიებს, რომლებიც გავლენაზე ორიენტირებულ სტრატეგიებს ნერგავენ, შეუძლიათ, შეამცირონ საოპერაციო რისკები, გააძლიერონ მედეგობა და მოიზიდონ ისეთი ინვესტორები, რომლებიც პრიორიტეტს გრძელვადიან ღირებულებასა და სოციალურ პასუხისმგებლობას ანიჭებენ. გაეროს 2026-2030 წლების საქართველოსთან თანამშრომლობის ჩარჩო პროგრამის ფარგლებში, ჩვენ ვაფუძნებთ კერძო სექტორის საკონსულტაციო ჯგუფს, რათა ხელი შევუწყოთ უფრო სტრუქტურირებულ დიალოგს მდგრადი განვითარების შესახებ კერძო სექტორის ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან. მსურს, ვისარგებლო შესაძლებლობით და მოვიწვიო ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლები ამ პროცესში ჩასართავად. მოხარული ვიქნებით, თუ დაუკავშირდებით გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისს ან თქვენს კოლეგებს გაეროს სხვადასხვა სააგენტოში, ამ ინიციატივის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. ვინაიდან კერძო სექტორი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით პროცესებზე, მდგრადი ბიზნესპრაქტიკა აუცილებლობაა და არა არჩევანი. ისეთი გლობალური ინიციატივები, როგორიცაა გაეროს გლობალური შეთანხმება, ასახავს პასუხისმგებლიანი ფინანსებისადმი მზარდ საერთაშორისო ერთგულებას.გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციებისა და მდგრადი დაფინანსების გაფართოებით, კაპიტალს შეუძლია, ხელი შეუწყოს უფრო ძლიერი თემების ჩამოყალიბებას, შეამციროს უთანასწორობა და დააჩქაროს გადასვლა უფრო მედეგი და მდგრადი მომავლისკენ.დასასრულს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ კერძო ინვესტორს აქვს არაერთი შესაძლებლობა, ითანამშრომლონ ისეთ სტრატეგიულ განვითარების პარტნიორებთან, როგორებიც არიან გაერო, მსოფლიო ბანკი, მასპინძელი მთავრობები და დონორები. ასეთი თანამშრომლობა რესურსების გაერთიანებასა და ინვესტიციების უფრო ფართო გავლენად გარდაქმნას უწყობს ხელს. გაერო მზად არის, ხელი შეუწყოს მსგავსი პარტნიორობების განვითარებასა და გაფართოებას, განსაკუთრებით – საქართველოში.---------------[1] GSG / ევროპული გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების კონსორციუმი — „გავლენის მასშტაბი“ (2024 წლის გამოცემა): ანგარიშის გვერდზე აღნიშნულია: „ევროპული კერძო გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების ბაზარი — რომელიც მოიცავს როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ ინვესტიციებს არასაჯარო აქტივებში — შეფასებულია 190 მილიარდ ევროდ…“ და: „კერძო გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების ბაზარმა მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა — ბოლო ორი წლის განმავლობაში არასაჯარო აქტივებში განხორციელებული ინვესტიციები 80 მილიარდი ევროდან 190 მილიარდ ევრომდე გაიზარდა“.https://www.gsgimpact.org/resources/gsg-impact-publications-reports/the-size-of-impact-main-takeaways-from-the-european-impact-investing-market-siFing-exercise[2] ფონდი“ Fondo Italiano d’Investimento“ და დფონდი“Human Foundation“: ევროპაში გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების ბაზრის მოცულობა 230 მილიარდ ევროს შეადგენს – ფონდი “ Fondo Italiano d’Investimento“ორიგინალი ვერსია იხილეთ: https://unglobalcompact.ge/sustainability-spotlight/en/impact-investing-and-accelerating-sustainable-development-the-united-nations-vision-for-georgia/
1 of 5
ისტორია
29 ივნისი 2026
ახალგაზრდები რეგიონებიდან მდგრადი, ციფრული მომავლისთვის საზაფხულო აკადემიაში ერთიანდებიან
საქართველოს მოსახლეობის თითქმის 20% ახალგაზრდაა.გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), ევროკავშირთან ერთად, მხარს უჭერს ახალგაზრდების გაძლიერებას, მათთვის საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაზიარებას სხვადასხვა საინფორმაციო, შემეცნებითი და ინოვაციური აქტივობებით, რომელთა შორისაა "ცვლილებების მაძიებლების კლუბი".კლუბის წევრები ინიციატივის “ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის” მონაწილეები არიან ქვემო ქართლიდან და გურიიდან. UNFPA-ს და ევროკავშირის ძალისხმევით, ეს ინიციატივა უკვე 120-ზე მეტ ახალგაზრდას აერთიანებს, რომელთაც სჯერათ თანასწორობის და სურთ იმ ცვლილებების სათავეში მოექცნენ, რომელიც უზრუნველყოფს სტერეოტიპების ნგრევას და უფრო, თანასწორი, მდგრადი და ჰარმონიული მომავლის მშენებლობას.სწორედ კლუბის წევრებს მოვუყარეთ თავი პირველ საზაფხულო აკადემიაში "ახალგაზრდები და მდგრადი, ციფრული მომავალი".“თითოეული სესია დაუვიწყარი იყო და უამრავი დადებითი ენერგია მოგვცა. ძალიან მომეწონა დისკუსიები ხელოვნური ინტელექტისა და დეზინფორმაციის შესახებ, რადგან ეს თემები ძალიან აქტუალურია, მათი ცოდნა კი ჩვენი განათლებისთვის მნიშვნელოვანია. მინდა, ჩემს მეგობრებსაც ვუბიძგო, მსგავს პროგრამებში ჩართვისკენ და ვუთხრა, რომ არ შეჩერდნენ, იყვნენ აქტიურები და ყოველთვის წინ იარონ” - ამბობს აკადემიის მონაწილე, 14 წლის ანანო მენთეშაშვილი მარნეულიდან.აკადემიის მიზანიც ეს იყო - რეგიონებში მცხოვრები ახალგაზდებისთვის ახალი შესაძლებლობებისკენ სავალი გზის გაკვალვა, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ხიდების გაბმა და შთამაგონებელი გამოცდილების მიცემა, რომ არ შეუშინდნენ სირთულეებს და თავდაჯერებით განაგრძონ სიარული წინ - თავიანთი ოცნებებისკენ.ამიტომაც, საზაფხულო აკადემია, შემეცნებით და ინოვაციურ აქტივობებს აერთიანებდა და მოიცავდა ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიცაა ციფრული უსაფრთხოება, მედიაწიგნიერება და ხელოვნური ინტელექტი, რაც აუცილებელია თანამედროვე საინფორმაციო საზოგადოებაში ორიენტირებისთვის.აკადემიის სესიებმა შთააგონა17 წლის რეზი ზოიძე, რომელიც თანატოლებთან ერთად ლანჩხუთიდან შემოგვიერთდა.“შეხვედრებზე ყოველთვის მყუდრო და თბილი გარემო იყო, ძალიან კარგი და სასიამოვნო სპიკერები გვყავდა. ბავშვებს მოგვეცა შანსი, მიგვეღო პროფესიული ინფორმაცია, რაც აუცილებელია ჩვენი მომავლისთვის. შინ რომ დავბრუნდები, აუცილებლად გავუზიარებ ჩემს მეგობრებს შეძენილ ცოდნას. რაც მთავარია, ამ აკადემიამ დამანახა, რამდენად მნიშვნელოვანია, გადალახო ახალი ადამიანების გაცნობის შიში. აკადემიის დაწყებისას ბავშვები ერთმანეთს არ ვიცნობდით, ბოლოს კი ერთმანეთთან მნიშვნელოვანი ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა და დაგვრჩა დაუვიწყარი მოგონებები” - ამბობს რეზი.აკადემიის ფარგლებში, ახალგაზრდები შეხვდნენ ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელს, ნიკოლას სენდროვიჩს და მასთან საქართველოსა და ევროკავშირის საერთო ღირებულებებსა და ქვეყნის უფრო მდგრადი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, ახალგაზრდების როლზე ისაუბრეს.გაეროს მუდმივ კოორდინატორთან, დიდიე ტღებიუკთან და UNFPA-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან, მარიამ ბანძელაძესთან შეხვედრისას მათ განიხილეს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs) და ისაუბრეს ახალგაზრდების გადამწყვეტ როლზე მდგრადი, ჰარმონიული და თანასწორი მომავლის შექმნაში.ასევე გაიმართა საინფორმაციო, შემეცნებითი და შთამაგონებელი შეხვედრები თიბისისთან, ილუაუნის ფაბლაბსა და იმპელთან, სადაც მონაწილეებმა თანამედროვე ტექნოლოგიურ ინოვაციებზე, გამოწვევებსა და ახალგაზრულ შესაძლებლობებზე ცნობიერება აიმაღლეს.ახალგაზრდული საზაფხულო აკადემია ჩატარდა UNFPA-ის ინიციატივით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამების „გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ (GE4Georgia) და „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის“ (EU4Gender Equality) ფარგლებში.
1 of 5
პრეს-რელიზი
26 ოქტომბერი 2026
ზამთრის სკოლა ახალგაზრდებისთვის: ადამიანის უფლებები, ჩვენი ყოველდღიურობა!
ევროკავშირის და გაეროს ერთობლივი პროექტის ადამიანის უფლებები ყველასათვის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR) აცხადებენ მიღებას ადამიანის უფლებების ყოველწლიურ სკოლაში.ზამთრის სკოლა გაიმართება 2026 წლის 29 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით. რას ისწავლით ზამთრის სკოლაში?ადამიანის უფლებების მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში;ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტები, მათი როლი და გამოწვევები;თანასწორი და მრავალფეროვანი გარემოს შექმნა, სადაც ყველას ხმა თანაბრად ისმის;გამოხატვის თავისუფლება – როგორ დავიცვათ საკუთარი ხმა და პატივი ვცეთ სხვისას;პირადი ცხოვრების დაცვა და პერსონალური მონაცემების მნიშვნელობა;სასწავლო პროგრამა მოიცავს ლექციებს, დისკუსიებს, პრეზენტაციებსა და ჯგუფურ სავარჯიშოებს. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით გაიუმჯობესონ კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები.ვის შეუძლია მონაწილეობა?ზამთრის სკოლა ღიაა საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის, სოციალური, პოლიტიკური მეცნიერებებისა და ჰუმანიტარული მიმართულების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის, რომლებიც:ფლობენ სახელმწიფო ენას;არიან 18-24 წლის ასაკის;მზად არიან, სრულად დაესწრონ პროგრამას.განსაკუთრებით მივესალმებით, რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტების და კურსდამთავრებულების მონაწილეობას.როგორ მიიღოთ მონაწილეობა?დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა, გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 300 სიტყვა). სამოტივაციო წერილში უნდა აღწეროთ თქვენი გამოცდილება ადამიანის უფლებების სფეროში, რატომ გსურთ სკოლაში მონაწილეობის მიღება და როგორ გამოიყენებთ მიღებულ ცოდნას.განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 10 ნოემბერი.კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ დამადასტურებელი სერტიფიკატი. სკოლის ორგანიზატორები სრულად უზრუნველყოფენ მონაწილეთა ტრანსპორტირების და სასტუმროში განთავსების ხარჯებს.კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ana.kvernadze@undp.org
1 of 5
პრეს-რელიზი
24 ოქტომბერი 2026
გაეროს დღის აღსანიშნავად ხელოვნურ ინტელექტზე, ინოვაციებსა და უსაფრთხო ციფრულ მომავალზე ახალგაზრდული ღონისძიება გაიმართა
საქართველოში გაერომ თავისი დაარსების 81-ე წლისთავი ახალგაზრდებზე ორიენტირებული ღონისძიებით აღნიშნა, რომელიც მიეძღვნა ხელოვნური ინტელექტის (AI), ციფრული ინოვაციებისა და უსაფრთხო, ინკლუზიური და მდგრადი ციფრული მომავლის შექმნის შესაძლებლობებსა და გამოწვევებს.ღონისძიება სახელწოდებით „ახალგაზრდების გაძლიერება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში: უნარები, ინოვაციები და უსაფრთხო ციფრული მომავალი“ თბილისში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) გაიმართა. მან გააერთიანა ახალგაზრდა ინოვატორები, სტუდენტები და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდები, რომლებმაც მსჯელეს ხელოვნური ინტელექტის გარდამქმნელ პოტენციალზე, მზარდ ციფრულ სამყაროში წარმატებისთვის აუცილებელ უნარებსა და იმაზე, თუ როგორ უზრუნველვყოთ, რომ ტექნოლოგიურმა პროგრესმა სარგებელი ყველას მოუტანოს.ღონისძიება გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის, გაეროს დღისადმი მიძღვნილი ვიდეომიმართვით გაიხსნა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის მოვალეობის შემსრულებელმა დაგლას უებმა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კანცლერმა მაია ნონიაშვილმა.. ღონისძიება TED Talks-ის სტილის დინამიკურ ფორმატში წარიმართა, სადაც მთავარი მონაწილეები და წამყვანი აქტორები თავად ახალგაზრდები იყვნენ. ღონისძიებამ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მისცა, გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება, წარმოედგინათ ინოვაციური გადაწყვეტილებები და ემსჯელათ, თუ როგორ შეიძლება ხელოვნურმა ინტელექტმა და ციფრულმა ტექნოლოგიებმა ხელი შეუწყოს განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას, გარემოსდაცვით მდგრადობასა და სოციალურ ინკლუზიას. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა გაეროს ახალგაზრდა მრჩეველთა ჯგუფის წევრი რეზი დგებუაძე. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა ხუთიპრეზენტაცია, რომლებიც ახალგაზრდების მიერ ინიცირებულ ინოვაციებს, ციფრულუ საფრთხოებას, ტექნოლოგიების პასუხისმგებლიან გამოყენებასა და რეალური გამოწვევების გადაჭრაში ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს მიეძღვნა.თამარ ბუაძემ, მეწარმემ და ციფრული ბიზნესის ლიდერმა (Agrometa და Vita), Greennovation-ის აქსელერაციის პროგრამის ინოვაციური გამოწვევის გამარჯვებულმა, პრეზენტაციაში „ხელოვნური ინტელექტი შესაძლებლობებს ქმნის — მნიშვნელობას შენ ანიჭებ“ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეუძლია ადამიანის შემოქმედებითობას, მიზანდასახულობასა და პასუხისმგებლობას ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი რეალურ და მნიშვნელოვან პროგრესად აქციოს.ლევან ასანიძემ, Herio-ს აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, Greennovation-ის აქსელერაციის პროგრამის ინოვაციური გამოწვევის გამარჯვებულმა, პრეზენტაციაში „სწავლიდან შემოსავლის მიღებამდე: ჩემი გზახელოვნურ ინტელექტთან ერთად“ ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ როგორ ქმნის ხელოვნური ინტელექტის უნარების განვითარება და უწყვეტი სწავლა ახალ შესაძლებლობებს დასაქმების, პროფესიული ზრდისა და მეწარმეობისთვის.მარიამ ხუციანიძემ, ოპერაციული მართვის მენეჯერმა და სერტიფიცირებულმა ტრენერმა, და ნინი ჯახველაძემ, ხარისხის უზრუნველყოფის უფროსმა ინჟინერმა (Senior QA Engineer), ჰაკათონის Digital Shield Awards-ის გამარჯვებულებმა, პრეზენტაციაში „დიზაინით გათვალისწინებული უსაფრთხოება: ტექნოლოგიების შექმნა, რომლებიც გვიცავს“ ხაზი გაუსვეს ციფრული ინოვაციების განვითარების პროცესში უსაფრთხოების, პირადი მონაცემების დაცვისა და ეთიკური პრინციპების თავიდანვე გათვალისწინების აუცილებლობას.გიორგი ხალათიანმა, პროექტის „Greening the Future“ ფარგლებში განხორციელებული Eco Smart ინიციატივის გამარჯვებულმა და ფოთში STEM განათლების ცენტრის, Ecoguli-ს, დამფუძნებელმა, პრეზენტაციაში „ციფრული ტექნოლოგიების მომხმარებლებიდან ცვლილებების შემოქმედებამდე“ ახალგაზრდებს მოუწოდა, ტექნოლოგიების მხოლოდ მომხმარებლები კი არ იყვნენ, არამედ თავად შექმნან ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები რეალური გამოწვევების დასაძლევად.რეზი დგებუაძემ, კლიმატის საკითხებზე მომუშავე აქტივისტმა და გაეროს ახალგაზრდა მრჩეველთა ჯგუფის წევრმა, პრეზენტაციაში „ტექნოლოგიები კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მხარდასაჭერად“ განიხილა, თუ როგორ შეიძლება ციფრულმა ინოვაციებმა და ახალმა ტექნოლოგიებმა ხელი შეუწყოს გარემოსდაცვით მდგრადობასა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მოქმედებას. ყველა პრეზენტაციას ერთი მთავარი გზავნილი აერთიანებდა: ხელოვნურმა ინტელექტმა უნდა გააფართოოს ადამიანის შესაძლებლობები და არ ჩაანაცვლოს მისი განსჯისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი. მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს ახალგაზრდების ციფრულიუნარებით აღჭურვის, კრიტიკული აზროვნების, ეთიკური პასუხისმგებლობის გაცნობიერებისა და ტექნოლოგიების პასუხისმგებლიანად გამოყენების მნიშვნელობას.დისკუსიებისას ასევე გამოიკვეთა ციფრული უთანასწორობის შემცირების, ონლაინ უსაფრთხოების გაძლიერებისა და ახალი ტექნოლოგიების გარემოზე ზემოქმედების გათვალისწინების აუცილებლობა, რათა ციფრული ტრანსფორმაცია იყოს ინკლუზიური, პასუხისმგებლიანი და მდგრადი. საქართველოში გაეროს დღის წლევანდელ აღნიშვნაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდების როლს სწრაფი ტექნოლოგიური ცვლილებების ეპოქაში და მათ შესაძლებლობას, ხელი შეუწყონ ისეთი მომავლის შექმნას, სადაც ხელოვნური ინტელექტისა და ინოვაციების სიკეთეები ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ახალგაზრდების უნარების, შემოქმედებითი პოტენციალისა და ლიდერობის განვითარებაში ინვესტირების მნიშვნელობა. მან ასევე ხაზი გაუსვა პარტნიორობის გაძლიერების აუცილებლობას ინოვატორების, ლიდერებისა და ცვლილებების ინიციატორთა ახალი თაობის აღსაზრდელად, რათა ტექნოლოგიური პროგრესი ინკლუზიურობისა და მდგრადობის პრინციპებს ეფუძნებოდეს და არავინ დარჩეს განვითარების მიღმა.
1 of 5
პრეს-რელიზი
23 ოქტომბერი 2026
გაეროს გენერალური მდივნის ვიდეომიმართვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დღესთან დაკავშირებით
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დღეს ჩვენ აღვნიშნავთ არა მხოლოდ თავად ორგანიზაციის არსებობას, არამედ იმ იდეასაც, რომელზეც იგი დაფუძნდა:კაცობრიობის მომავალი დამოკიდებულია ჩვენს უნარზე, ერთობლივი ძალისხმევით ხელი შევუწყოთ მშვიდობას, განვითარებასა და ადამიანის უფლებების დაცვას.უკვე 81 წელია, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ამ იდეას რეალობად აქცევს:დავების მოგვარებით — დიპლომატიისა და სამართლის გამოყენებით და არა იარაღის;სიღარიბისა და შიმშილის აღმოსაფხვრელად გაწეული ძალისხმევით;ადამიანის უფლებების ხელშეწყობით;და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარების გაწევით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ომის, კატასტროფებისა და იძულებითი გადაადგილების გამო იტანჯებიან.ტრანსპორტიდან, ვაჭრობიდან და ტექნოლოგიებიდან დაწყებული,ადამიანებისა და პლანეტის ჯანმრთელობის დაცვით გაგრძელებული,გენდერული თანასწორობის ხელშეწყობითა და ქალებისა და გოგონების შესაძლებლობების გაფართოებით,და საერთაშორისო ასპარეზზე ყველა ქვეყნისთვის თანაბარი ხმის უზრუნველყოფით — გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ჩვენი სამყაროს განუყოფელი ნაწილია.და დღეს მისი როლი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.ჩვენს სამყაროს კონფლიქტები არყევს.კლიმატის კრიზისი მძიმე დარტყმას აყენებს.მზარდი უთანასწორობა ღრმა კვალს ტოვებს.ხოლო ტექნოლოგიები სამყაროს ისეთი სისწრაფით გარდაქმნის, რომ მათ მართვასა და რეგულირებას ვეღარ ვეწევით.ახლა სწორედ ის დროა, როდესაც კიდევ ერთხელ უნდა დავადასტუროთ ერთგულება იმ ღირებულებების მიმართ, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნას:დაპირისპირების ნაცვლად — დიალოგი;კონფრონტაციის ნაცვლად — თანამშრომლობა;შიშის ნაცვლად — სოლიდარობა.გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დღეს მოვუწოდებ ყველა ქვეყანას, განაახლონ თავიანთი ერთგულება ამ საერთო ღირებულებებისა და იმ ვალდებულებების მიმართ, რომლებიც მათ საფუძვლად უდევს.დღეს, როგორც არასდროს, მტკიცედ უნდა ვიყოთ ერთგულნი ჩვენი გადაწყვეტილებისა, დავიცვათ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება და საერთაშორისო სამართალი.და ერთად ვიმუშაოთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გასაძლიერებლად, რათა მან უკეთესად ემსახუროს ადამიანებს და ეფექტურად უპასუხოს ჩვენი დროის გამოწვევებს.
1 of 5
პრეს-რელიზი
21 სექტემბერი 2026
გაეროს გენერალური მდივნის მიმართვა მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი
მშვიდობის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ იმ რეალობაში, როდესაც ეს უმნიშვნელოვანესი ფასეულობა სახიფათოდ მწირიხდება.ძალადობა და დაყოფა საზოგადოებებს არყევს. კონფლიქტები მასშტაბითა და სირთულით იზრდება, სცდება საზღვრებს და უზარმაზარ ტანჯვას იწვევს. დიალოგი სუსტდება, გამოსავლის პოვნა სულ უფრო რთულდება, ხოლო გლობალური სოლიდარობა სათანადო რეაგირების გარეშე რჩება. მაგრამ მთელ მსოფლიოში ადამიანები გვიჩვენებენ, რომ უძლურები არ ვართ. მოხალისეები, მშვიდობის დამცველები, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები, სამშვიდობო მისიების წარმომადგენლები და მშვიდობის მშენებლები დაყოფის დასაძლევად, საზოგადოებების გასაერთიანებლად და დიალოგის ხელშესაწყობად მუშაობენ. ნაბიჯ-ნაბიჯ ისინი მშვიდობას საფუძვლიდან, ადამიანებისა და საზოგადოებების დონეზე ქმნიან. როგორც წლევანდელი თემაა - „ინვესტირება მშვიდობაში: ყველასთვის, ყველგან, ყოველდღე“ - მშვიდობის ეს დამცველები გვიჩვენებენ, რომ მშვიდობის მიღწევა არც პასიური და არც ავტომატური პროცესია. ეს არის აქტიური და გააზრებული არჩევანი უკეთეს მომავალში ინვესტირების სასარგებლოდ.ეს ნიშნავს ინკლუზიური საზოგადოებების შექმნას, სადაც მშვიდობა დაიმკვიდრებს ადგილს.ეს ნიშნავს მდგრად განვითარებაში - ადამიანების ჯანმრთელობაში, განათლებაში, კვებასა და სოციალურ დაცვაში - ინვესტირებას. ეს ნიშნავს დაყოფის გადალახვას და იმის უზრუნველყოფას, რომ ყველას ხმა იყოს მოსმენილი.ეს ნიშნავს ადამიანის უფლებებისა და ღირსების დაცვას, რომლებიც თითოეულ ადამიანს ეკუთვნის. და, ეს ნიშნავს მშვიდობის დამკვიდრების გამოცდილი ინსტრუმენტების - დიპლომატიის, დიალოგის, მოლაპარაკებისა და სამშვიდობო საქმიანობის - გაძლიერებას. მშვიდობის საერთაშორისო ამ დღეს, შთაგონება მივიღოთ იმ ადამიანების სიმამაცისგან, რომლებიც მშვიდობისთვის საკუთარ უბნებში, საკლასო ოთახებსა და საზოგადოებებში იბრძვიან. და მოვუწოდოთ მსოფლიოს ლიდერებს, ინვესტიცია ჩადონ მშვიდობიან მომავალში - ყველა ადამიანისთვის.
1 of 5
უახლოესი რესურსები
1 / 11
რესურსები
25 სექტემბერი 2026
რესურსები
25 სექტემბერი 2026
რესურსები
25 სექტემბერი 2026
რესურსები
03 მარტი 2026
1 / 11