მდგრადი განვითარების მიზანი
15

დედამიწის ეკოსისტემები

ხმელეთის ეკოსისტემის დაცვა, აღდგენა და ხელშეწყობა, ტყის მდგრადი მართვა, გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და აღდგენა‐გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების დანაკარგების შეჩერება

15.1 2030 წლისთვის სახმელეთო და შიდა წყალსატევების ეკოსისტემების და მათი სერვისების, კერძოდ ტყეების, ჭარბტენიანი ტერიტორიების, მთებისა და გამომშრალი მიწების კონსერვაციის, აღდგენისა და

მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფა საერთაშორისო შეთანხმებებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად

15.2 2030 წლისათვის ყველა სახის ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობა, გაუტყეურების შემცირება,

დეგრადირებადი ტყეების აღდგენა და ტყის ხელოვნური და ბუნებრივი განახლება

15.3 ბრძოლა გაუდაბნოების წინააღმდეგ, დეგრადირებული მიწისა და ნიადაგის აღდგენა, მათ შორის

გაუდაბნოებით, გვალვითა და წყალდიდობებით, და მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის

მიღწევა მსოფლიოში 2030 წლისთვის       

15.4 2030 წლისთვის მთის ეკოსისტემების, მათ შორის ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის

უზრუნველყოფა, რათა გაძლიერდეს მათი შესაძლებლობები მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელი

სარგებლის მოსატანად

15.5  დაუყოვნებელი და მნიშვნელოვანი ზომების მიღება ბუნებრივი ჰაბიტატების დეგრადაციის შესამცირებლად, ბიომრავალფეროვნების კარგვის შესაჩერებლად და 2030 წლისთვის გადაშენების საფრთხის წინაშე არსებული სახეობების დაცვა და მათი გადაშენების თავიდან აცილება.