,,შენი ქმედება წყვეტს“ - ამ სახელწოდების საინფორმაციო კამპანია კანტის აკადემიამ და გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად დაიწყო.
ახალგაზრდებზე ორიენტირებული კამპანია სპეციალურად 18-29 წლის ახალგაზრდებისთვის შემუშავდა და მისი მიზანია ვაქცინებთან დაკავშირებული ცრუ ინფორმაციის გაქარწყლება, ვაქცინაციასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა და ახალგაზრდების მოტივირება, რაც ხელს შეუწყობს პანდემიასთან ბრძოლას და კრიზისიდან გამოსვლას.
ამ გადაწყვეტილებაში მთავარი სიტყვა, თქვენ, თავისუფალ თაობას გეკუთვნით!