პრეს-რელიზი

Empower Her - ახალი ინიციატივა სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის

23 ოქტომბერი 2024

 პროკრედიტ ბანკისა და „ფონდი ტასოს“ ახალი პროექტი Empower Her

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიღწევა კომპლექსური მიდგომებისა და სხვადასხვა სექტორის ჩართულობის გარეშე შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში მუდმივად ცდილობს, მხარი დაუჭიროს გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიების, მეწარმე და სოფლად მცხოვრები ქალების პარტნიორობებს - თანამშრომლობებს, რომლებიც ხელს უწყობს ქალებისა და მათი თემების ცხოვრების პოზიტიურ ცვლილებებს, ქმნის კერძო და არასამთავრობო სექტორების თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითებს.

ერთ-ერთ ასეთ ინიციატივას წარმოადგენს გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიის, პროკრედიტ ბანკისა და „ფონდი ტასოს“ ახალი პროექტი Empower Her, რომელიც სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკურ სექტორში ჩართულობას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში, „ფონდი ტასო“ სოციალური მობილიზაციის მეთოდოლოგიით სოფლად მცხოვრებ ქალებს შეარჩევს, შემდეგ კი შერჩეული კანდიდატები, პროკრედიტ ბანკის მხარდაჭერით, სპეციალიზებულ ბიზნესტრენინგებს გაივლიან. სულ ინიციატივა მთელი საქართველოს მასშტაბით 80 მონაწილის გადამზადებას ითვალისწინებს და ხელს შეუწყობს მეწარმე ქალებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, მათ საჭიროებებზე მორგებული ცოდნისა და უნარების გაზიარებას. ტრენინგები სოფლად მცხოვრებ ქალებს დაეხმარება, გახდნენ თვითდასაქმებულები, წამოიწყონ შემოსავლის მომტანი საქმიანობები, გააფართოონ ან განავითარონ მოქმედი ბიზნესები.

„პროექტი რეგიონში მცხოვრები ქალების ბიზნესში ჩართულობის ზრდას, მათი ინიციატივების წახალისებას, თვითრწმენის ამაღლებასა და ურთიერთთანამშრომლობის კულტურის შექმნას ემსახურება. ჩვენთვის, როგორც განვითარებაზე, ევროპულ ღირებულებებსა და ინკლუზიურობაზე ორიენტირებული საბანკო ინსტიტუტისთვის, ეს საკითხი ნამდვილად პრიორიტეტია“, - აღნიშნავს პროკრედიტ ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრი და დირექტორი ზეინაბ ლომაშვილი.

პროექტი Empower Her განხორციელდება პროკრედის ბანკისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც ახლახან გაფორმდა.

“პროკრედიტ ბანკსა და ფონდ "ტასოსთან" პარტნიორობა შესაძლებლობას იძლევა, მხარი დავუჭიროთ ბიზნესტრენინგებით სოფლად მცხოვრებ ქალებს, რაც მათ თავდაჯერებულობის გაზრდაში, ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოპოვებასა და არა მარტო ოჯახების, არამედ თემების გაძლიერებაშიც დაეხმარება”, - აცხადებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა.

გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების მხარდამჭერ საქმიანობას გაეროს ქალთა ორგანიზაცია პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში, ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს.

Gvantsa Asatiani

გვანცა ასათიანი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია
კომუნიკაციების სპეციალისტი

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

გაეროს ქალთა ორგანიზაცია
გაეროს ქალთა ორგანიზაცია

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით