განათლების საერთაშორისო დღე- აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის ვიდეო
24 იანვარი 2025
აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა საქართველოში 2018 წლიდან ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოში ახალგაზრდებისთვის საშუალო განათლების შესაძლებლობების წახალისებას ითვალისწინებს. პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყნის მოსწავლეებს აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვადან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სთავაზობს მაღალი ხარისხის განათლებას საქართველოში, თბილისში.
165-მა ნიჭიერმა მოსწავლემ 2-წლიანი სტიპენდია მოიპოვა საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) სადიპლომო პროგრამის გასავლელად თბილისში, საქართველო. ამ პროგრამით ხელმისაწვდომი ხდება მაღალი ხარისხის განათლება, მულტიკულტურულ გამოცდილება და ღირებული შესაძლებლობები სამომავლო კარიერის განვითარებისთვის.
აღნიშნული ინიციატივა, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება UNOPS-ის მიერ, რეგიონში ლიდერების და პროფესიონალების მომავალი თაობის მომზადებას უწყობს ხელს.