ქალთა გაძლიერების პრინციპები: საქართველოში არსებული წარმატებული პრაქტიკა 2019
2010 წელს გაეროს ქალთა ორიგანიზაციამ და გაეროს გლობალურმა შეთანხმებამ თავიანთი ძალები გააერთიანეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით სამუშაო ადგილებსა და საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის საქმეში კომპანიების დასახმარებლად. შედეგად შეიქმნა ქალთა გაძლიერების პრინციპები: „თანასწორობა ნიშნავს ბიზნესს“ და ეს შვიდი პრინციპი ქმნის საბაზისო სისტემას, რომელიც დიდ და მცირე ზომის კომპანიებს სამუშაო ადგილებზე, ბაზარსა და თემში ქალთა გაძლიერების საქმეში უხელმძღვანელებს.
წინამდებარე ბუკლეტში წარმოდგენილია შერჩეული მაგალითები იმისა, თუ როგორ იყენებდნენ კომპანიები ნებისმიერ შესაძლებლობას ქალთა გასაძლიერებლად და როგორ ცდილობდნენ გამოწვევებთან გამკლავებას. ბუკლეტში ნაჩვენებია, რომ 2019- მა წელმა ახალი ტენდენცია დაგვანახა - ბევრმა კომპანიამ ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვის არეალი გააფართოვა და საკუთარი საქმიანობა, სამუშაო ადგილის გარდა, ბაზარსა და თემზეც გაავრცელა. ბევრი რამ გაკეთდა მეწარმე ქალებისა და თემის წარმომადგენელი ქალების გასაძლიერებლად. ბუკლეტში მოთხრობილი ისტორიები თავიანთი მრავალფეროვნებით ცხადყოფს, რომ ქალთა გაძლიერების მიმართულებით გადადგმული ყოველი ნაბიჯი სრულიად უნიკალური და დასაფასებელია და რომ ქალთა გაძლიერების პრინციპებს პოზიტიური წვლილი შეაქვთ ქვეყანაში გენდერული თანასწორობის დასამყარებლად.