მილიონობით ადამიანმა უსაფრთხოდ გაიარა ვაქცინაცია COVID-19-ის წინააღმდეგ, რაც კიდევ ერთი ნაბიჯით გვაახლოვებს თავდაპირველ მდგომარეობასთან, როცა საყვარელ ადამიანებთან ერთად შეგვეძლო გვეკეთებინა ის, რაც გვსიამოვნებდა. ბევრმა ადამიანმა COVID-19-ის ვაქცინა მოკლე დროში ვერ მიიღო, ზოგს კი ბუნებრივი კითხვები უჩნდება ვაქცინაციის პროცესისა და იმის შესახებ, თუ რას უნდა ელოდეს, როცა მისი აცრის ჯერი დადგება.
იმისთვის, რომ მეტი გაგვეგო ვაქცინაციის პროცესისა და იმის შესახებ, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ვაქცინაციამდე, ვაქცინაციის დროს და ვაქცინაციის შემდეგ, იუნისეფის ჯანდაცვის ექსპერტებს ვესაუბრეთ.
>> რა უნდა ვიცოდეთ COVID-19-ის ვაქცინების შესახებ
UNICEF/GEO-2021/Jibuti
ვაქცინაციამდე
მოიძიეთ ინფორმაცია. ინტერნეტში ვაქცინების შესახებ უამრავი მცდარი ინფორმაცია ვრცელდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ინფორმაცია მხოლოდ სანდო წყაროებიდან მივიღოთ, როგორიცაა გაეროს ბავშვთა ფონდი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. თუ გაგიჩნდათ შეკითხვები, უნდა გაიკეთოთ თუ არა COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა, გაესაუბრეთ ექიმს. შესაძლო გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად დღესდღეობით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება რეკომენდებული არაა ჯანმრთელობის შემდეგი პრობლემების მქონე პირებისთვის:
- მათთვის, ვისაც აქვს მწვავე ალერგიული რეაქციების ისტორია COVID-19-ის რომელიმე კომპონენტზე.
- მათთვის, ვინც ამჟამად ავადაა ან აღენიშნება COVID-19-ის სიმპტომები (თუმცა შეგიძლიათ აიცრათ გამოჯანმრთელების შემდეგ, თქვენი ექიმის ნებართვით).
>> რა უნდა ვიცოდეთ COVID-19-ის ვაქცინების შესახებ
გაესაუბრეთ ექიმს. თუ ოდესმე გქონიათ მწვავე ალერგიული რეაქცია რომელიმე ვაქცინაზე, ან თუ გაქვთ შეკითხვები იმ მედიკამენტების შესახებ, რომლებსაც ამჟამად იღებთ, აცრაზე მისვლამდე გაესაუბრეთ ექიმს.
თავს მოუარეთ. კარგად გამოიძინეთ და მიიღეთ საკმარისი რაოდენობის სითხე, რათა აცრის დღეს მაქსიმალურად კარგად გრძნობდეთ თავს.
UNICEF/GEO-2021/Jibuti
ვაქცინაციის დღეს
დაიცაცით თქვენი უსაფრთხოება. ვაქცინაციის პუნქტში მისვლისას დაიცავით სიფრთხილე, მაგალითად, დაიცავით დისტანცია და გაიკეთეთ პირბადე თქვენი რიგის მოლოდინში.
გქონდეთ კომუნიკაცია. თუ გაქვთ ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც ყურადღებას მოითხოვს, როგორიცაა ორსულობა ან დასუსტებული იმუნური სისტემა საქმის კურსში ჩააყენეთ სამედიცინო პერსონალი.
შეინახეთ დოკუმენტები. აცრის შემდეგ უნდა მიიღოთ ვაქცინაციის ბარათი, რომელშიც მითითებულია, თუ რომელი ვაქცინით აიცერით, ასევე ვაქცინაციის დრო და ადგილი. აუცილებლად შეინახეთ აღნიშნული ბარათი, ის შეიძლება მომავალში დაგჭირდეთ.
UNICEF/GEO-2021/Jibuti
ვაქცინაციის შემდეგ
დარჩით დაკვირვების ქვეშ. სამედიცინო პერსონალი აცრის შემდეგ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში უნდა დაგაკვირდეთ, რათა დარწმუნდეს, რომ არ გაქვთ მყისიერი რეაქცია. თუმცა ჯანმრთელობის მხრივ მწვავე რეაქციები ძალიან იშვიათია.
მხად იყავით გარკვეული გვერდითი მოვლენებისთვის. ვაქცინების დანიშნულებაა გამოგიმუშაოთ იმუნიტეტი დაავადების რისკების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ იმუნიტეტის გამომუშავება გვერდითი მოვლენების გარეშე ჩვეულებრივი ამბავია, ასევე გავრცელებულია მსუბუქი და საშუალო დონის გვერდითი მოვლენები, რომლებიც რამდენიმე დღეში თავისით გაივლის.
მსუბუქი და საშუალო დონის გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება იგრძნოთ ვაქცინაციის შემდეგ:
- ტკივილი ინექციის ადგილას
- ტემპერატურის მსუბუქი მატება
- დაღლილობა
- თავის ტკივილი
- ტკივილები კუნთებში ან სახსრებში
- შემცივნება
- დიარეა
თუ რომელიმე სიმპტომის რამდენიმე დღეზე დიდხანს გაგრძელდა ან თუ უფრო მწვავე რეაქციას იგრძნობთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს სამედიცინო დაწესებულებას.
იყავით მომთმენი. იმუნიტეტის გამომუშავებას დრო სჭირდება. სრულად ვაქცინირებულად ჩაითვლებით Pfizer-BioNtech ან Moderna ვაქცინის მეორე დოზით აცრიდან ორი კვირის შემდეგ, AstraZeneca ვაქცინის მეორე დოზით აცრიდან 15 დღის შემდეგ ან J&J/Janssen ერთდოზიანი ვაქცინით აცრიდან ორი კვირის შემდეგ.
იზრუნეთ როგორც საკუთარ, ისე სხვების უსაფრთხოებაზე. მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკა აჩვენებს, რომ ზემოაღნიშნული ვაქცინები COVID-19-ით დაავადების მძიმე შემთხვევებისგან მაღალეფექტურ დაცვას უზრუნველყოფს, ჯერ კიდევ იკვლევენ, შესაძლებელია თუ არა ვაქცინირებულმა ადამიანმა გაავრცელოს ვირუსი, თუნდაც უსიმპტომოდ. შესაბამისად, მიშვნელოვანია დავიცვათ უსაფრთხოების ზომები საკუთარი თავისა და სხვების დასაცავად, რაც მოიცავს ხალხმრავალი ადგილებისგან თავიდან არიდებას, ფიზიკური დისტანციის დაცვას, ხელების დაბანას და პირბადის ტარებას.
>> კორონავირუსის პანდემია და პირბადეები: რჩევები ოჯახებისათვის
>> ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ხელების დაბანის შესახებ, რომ დაიცვათ თავი კორონავისურით დაავადებისგან