გაეროს გუნდი გურიისა და იმერეთის რეგიონებს სტუმრობს
01 დეკემბერი 2021
გაეროს გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ გაეროს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ქ-ნი საბინე მახლი, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ქ-ნი ლელა ბაქრაძე, საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი ქ-ნი კაორი იშიკავა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამების ხელმძღვანელი ნათია კვიციანი ეწვია გურიისა და იმერეთის რეგიონებს. რეგიონებში არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების განსახილველად და ადგილზე გაეროს მუშაობის სხვადასხვა ასპექტებთან დაკავშირებით უშუალო გამოცდილების მისაღებად, 22-24 ნოემბერს ჩატარდა შეხვედრები ადგილობრივ ხელისუფლებასა და დაინტერესებულ მხარეებთან.