გვანცა ჯობავა - საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე
,,როგორც მთელს სამყაროს, ისე ჩვენს ქვეყანას, უხილავმა, ბიოლოგიურმა დიქტატურამ ჩაავლო ხელი და დღეს, როდესაც ჩვენ გვაბარია, არამხოლოდ ჩვენი სიცოცხლე, არამედ სხვა ადამიანებისაც, მჯერა, რომ სწორედ ახალგაზრდებს შესწევთ დღეს იმის ძალა, დაარწმუნონ მთელი საზოგადოება, რომ ამ უთანასწარო ბრძოლაში, მთავარი ჩვენი იარაღი არის ვაქცინაცია!"
,,შენი ქმედება წყვეტს“ - ამ სახელწოდების საინფორმაციო კამპანია კანტის აკადემიამ და გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად დაიწყო.
ახალგაზრდებზე ორიენტირებული კამპანია სპეციალურად 18-29 წლის ახალგაზრდებისთვის შემუშავდა და მისი მიზანია ვაქცინებთან დაკავშირებული ცრუ ინფორმაციის გაქარწყლება, ვაქცინაციასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა და ახალგაზრდების მოტივირება, რაც ხელს შეუწყობს პანდემიასთან ბრძოლას და კრიზისიდან გამოსვლას.
ამ გადაწყვეტილებაში მთავარი სიტყვა, თქვენ, თავისუფალ თაობას გეკუთვნით!
შენი ქმედება წყვეტს!