გაეროს გენერალური მდივნის მიმართვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
03 დეკემბერი 2023
წლევანდელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე შეგვახსენებს, რომ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა მოითხოვს დაპირების - არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა - შესრულებას. განსაკუთრებით ეს ეხება 1,3 მილიარდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს მთელ მსოფლიოში.
ამ მნიშვნელოვან დღეს, მე მოვუწოდებ მსოფლიოს, ითანამშრომლონ შშმ პირებთან, რათა ერთად შეიმუშავონ თანაბარ უფლებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.