გაეროს გენერალური მდივნის მიმართვა განათლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
24 იანვარი 2025
24 იანვარი 2025
განათლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და ის აუცილებელია როგორც თითოეული ადამიანის პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის, ასევე სხვადასხვა საზოგადოების და ეკონომიკის ზრდისა თუ განვითარებისთვის.
დღევანდელი სწრაფი ტექნოლოგიური მიღწევები — როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი — ნებისმიერი ასაკის მოსწავლეს უდიდეს მხარდაჭერას ჰპირდება მთელი სწავლის განმავლობაში.
თუმცა, ამ უზარმაზარ სარგებელს თან გარკვეული საფრთხეებიც ახლავს. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემების უფრო და უფრო გაძლიერების ფონზე შესაძლებელია, რომ ადამიანის განზრახვა და მანქანური ქმედებით მიღებული შედეგები ერთმანეთთან თანხვედრაში აღარ იყოს.
წლევანდელი „განათლების საერთაშორისო დღე“ შეგვახსენებს, რომ ხელოვნური ინტელექტის პოტენციალის რეალიზება ასევე დამოკიდებულია იმაზე, რომ ტექნოლოგიის სწრაფად განვითარების პირობებში ყოველთვის წინა პლანზე იყოს წამოწეული ადამიანების მიერ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა - და ადამიანის უფლებები.
ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ხელოვნური ინტელექტი დამხმარე საშუალება იყოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის, რათა მათ ხელი მიუწვდებოდეთ ინფორმაციაზე, თანამედროვე სასწავლო პროგრამებსა და სხვა სასწავლო საშუალებებზე.
და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა მომხმარებელი ფლობდეს საჭირო ინსტრუმენტებს და ცოდნას ამ ტექნოლოგიის გონივრულად, უსაფრთხოდ და ეთიკურად გამოყენებისთვის - ასევე UNESCO-ს „კომპეტენციების ჩარჩოების“ მეშვეობით, რაც მოსწავლეებს და მასწავლებლებს სწავლების პროცესში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებაში დაეხმარება.
ახლახან მიღებული „გლობალური ციფრული შეთანხმება“ შემდგომ ეტაპზე გადასადგმელ მნიშვნელოვან ნაბიჯებს მოიცავს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარებასა და მართვაზე კონტროლი კაცობრიობამ შეინარჩუნოს და არა პირიქით.
ხელოვნურმა ინტელექტმა არასდროს არ უნდა ჩაანაცვლოს ადამიანის სწავლის ძირითადი ელემენტები.
ამ მნიშვნელოვან დღეს, მოდით, დავდოთ პირობა, რომ საგანმანათლებლო სისტემების ცენტრში ყოველთვის შევინარჩუნებთ ადამიანის რაობას, თანაც ყველგან.