შენ ხარ ჩემი გმირი!

ეს წიგნი შეიქმნა როგორც უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომიტეტის და საგანგებო ვითარებაში ფსიქიკური
ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური დახმარების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის (IASC MHPSS RG)
მიერ განხორციელებული პროექტი, რომელსაც მხარს უჭერდნენ IASC MHPSS RG-ის წევრი უწყებების
წარმომადგენელი საერთაშორისო, რეგიონული და ადგილობრივი ექსპერტები, მშობლები, აღმზრდელები,
მასწავლებლები და ბავშები 104 ქვეყანაში. გლობალური კვლევა ჩატარდა არაბულ, ინგლისურ, იტალიურ,
ფრანგულ და ესპანურ ენებზე და მიზნად ისახავდა კოვიდ-19-ის აფეთქების დროს ბავშვების ფსიქიკური
ჯანმრთელობისა და ფსიქო-სოციალური საჭიროებების შეფასებას. კვლევის შედეგების საფუძველზე განისაზღვრა თემები, რომლებზეც იქნებოდა საუბარი წიგნში მოთხრობილ ამბებში. წიგნი, მოყოლილ ამბებად გავრცელდა კოვიდ-19-ით დაზარალებულ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ბავშვებს შორის. წიგნში მოყოლილი ამბების ხელახლა განხილვისა და განახლებისთვის გამოყენებული იქნა ბავშვების, მშობლების და აღმზრდელების მოსაზრებები.