ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში 2017; ანგარიშის ძირითადი მიგნებების მიმოხილვა
11 მაისი 2017
იგი საქართველოში ოჯახში ძალადობისა და არაპარტნიორის მხრიდან ჩადენილი ფიზიკური და სექსუალური ძალადობის გავრცელების, ასევე ქალებისა და კაცების მიერ გენდერისა და ძალადობის აღქმისა და გაცნობიერების შესახებ მონაცემებს იძლევა. ამას გარდა, პირველად საქართველოში კვლევამ მონაცემები ქვეყანაში სექსუალური შევიწროებისა და დევნის გავრცელების შესახებაც მოგვცა.
საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ეროვნული კვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციამ საქსტატთან პარტნიორობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“ ფარგლებში ჩაატარა