მენტორობა ქალთა გაძლიერებისთვის, სახელმძღვანელო სამუშაო ადგილებზე მენტორობის პროგრამებისთვის
10 მაისი 2020
მენტორობა ის პოპულარული და ქმედითი საშუალებაა, რომელსაც კერძო სექტორის კომპანიები ქალების პროფესიული მომზადებისა და განვითარების, ასევე, ქალთა გაძლიერების მე-4 პრინციპის განხორციელებისა და ორგანიზაციული კულტურის პოზიტიური ცვლილების ხელშეწყობისთვის იყენებენ.
წინამდებარე სახელმძღვანელო საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობითა და იმ გამოცდილების გათვალისწინებით შემუშავდა, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და კრეატიული განვითარების ცენტრის მიერ საქართველოს 11 კომპანიაში განხორციელებული მენტორობის საპილოტე პროგრამების მიხედვით შეიქმნა. სახელმძღვანელოს მიზანია, კომპანიებს მენტორობის ისეთი სპეციალური პროგრამების ჩამოყალიბებასა და დანერგვაში დაეხმაროს, რომლებიც მათ კონკრეტულ საჭიროებებს დააკმაყოფილებს.