თანასწორობა ბიზნესში: გენდერული თანასწორობა საქართველოს ბიზნესსექტორის წარმატების საფუძველი
პუბლიკაციაში მოცემულია ინფორმაცია იმ კომპანიების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობენ ქალთა მხარდაჭერასა და გაძლიერებას სამუშაო ადგილებზე, ბაზარზე თუ საზოგადოებაში. მასში აღწერილია საერთო ვითარება და მოცემულია ინფორმაცია ქალების მდგომარეობაზე ზოგადად და კერძოდ საქართველოში. ასევე, მოცემულია ინფორმაცია თუ როგორ შეიძლება, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების გაძლიერებაზე ორიენტირებული პრინციპების განხორციელება. ამასთან, პუბლიკაცია გვაცნობს სხვადასხვა კომპანიების მხრიდან განხორციელებული საქმიანობის კონკრეტულ მაგალითებს და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პრინციპების მსოფლიო მოძრაობაში მონაწილეობის დადებით გამოცდილებას.
პუბლიკაცია მომზადდა პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური განვითარებისთვის საქართველოში” ფარგლებში. პროექტი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში კერძო სექტორის აქტიურ ჩართვას ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საქმეში.