ხელოვანები ერთიანდებიან ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ: საქართველოს გამოცდილება
09 სექტემბერი 2019
აღნიშნული პუბლიკაცია შეეხება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ხელოვანთა თანამშრომლობას, რომელიც 2010 წლიდან ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის შესახებ ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრებას ემსახურება. იგი მიზნად ისახავს ჩვენი ერთობლივი მიღწევებისა თუ გამოწვევების აღწერასა და, ამავდროულად, მიღებული გამოცდილების გაეროს პარტნიორებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის გაზიარებას.
წარმოდგენილი პუბლიკაცია უკვე მეორე გამოცემაა, რომელიც ასახავს გაეროს ქალთა ორგანიზაციის საზოგადოებრივი აზრის შემქმნელებთან პარტნიორობას ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ნულოვანი ტოლერანტობის დასამკვიდრებლად.