პრეს-რელიზი

COVID-19-ის პერიოდში ახალგაზრდების მხარდასაჭერად ახალ პარტნიორობას ჩაეყარა საფუძველი

15 მაისი 2020

პარტნიორობის ფარგლებში, COVID-19  პანდემიით გამოწვეული საჭიროებების უკეთ გასაგებად, გაიმართება კონსულტაციები ახალგაზრდებთან

კანტის აკადემიისა  და გაეროს ბავშვთა ფონდის პარტნიორობის ფარგლებში  ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებენ დამატებით აქტივობებსა და პროგრამებში, რომელთა მიზანია ახალგაზრდების განვითარება და მათი ჩართულობის გაზრდა.   

დღეს გაეროს ბავშვთა ფონდმა ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს კანტის აკადემიასთან, რომელიც მოზარდთა არაფორმალური განათლების წამყვანი პლატფორმაა საქართველოში. თანამშრომლობის  მიზანია მოზარდების უნარების განვითარება გაუმკლავდნენ მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს, განსაკუთრებით კი COVID-19 პანდემიის პირობებში გაჩენილ ახალ საჭიროებებს. პარტნიორობის ფარგლებში  ყურადღება გამახვილებული იქნება  მოზარდებში ე.წ. სასიცოცხლო უნარების განვითარებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაზე.

“COVID-19 პანდემიამ შეცვალა ახალგაზრდების ყოველდღიურობა, წაართვა მათ სოციალურ და საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობა, რამაც მათში გაურკვევლობა გამოიწვია. ამ მემორანდუმის ხელმოწერით, ჩვენს პარტნიორთან ერთად, ჩვენ მიზნად ვისახავთ ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, რომ მათ განაგრძონ აქტიური ცხოვრება და შეიძინონ ახალი უნარები; იპოვონ ახალი პლატფორმები განვითარებისთვის, რაც აამაღლებს მათ ცნობიერებას და დაეხმარება  COVID-19 კრიზისის თანმდევი გამოწვევების გადალახვის გზების პოვნაში“ - ამბობს საქართველოში  გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი.

პარტნიორობის ფარგლებში, COVID-19  პანდემიით გამოწვეული საჭიროებების უკეთ გასაგებად, გაიმართება კონსულტაციები ახალგაზრდებთან. ამ საჭიროებების საფუძველზე, შემუშავდება  ახალგაზრდების პიროვნული და პროფესიული განვითარების მოდულები. გარდა ამისა, ჩატარდება 40 ონლაინ ღონისძიება რომელიც ხელს შეუწყობს მოზარდთა ონლაინ-ქსელების შექმნას, რათა მათ შეძლონ ისაუბრონ თავიანთ პრობლემებზე და ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება. პარტნიორობის ფარგლებში ასევე მოეწყობა ონლაინ ტრენინგები ახალგაზრდებისთვის და თანატოლთა განმანათლებლების ხელშეწყობისთვის.

Maya Kurtsikidze

მაია ქურციკიძე

გაეროს ბავშვთა ფონდი
კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

გაეროს ბავშვთა ფონდი
გაეროს ბავშვთა ფონდი

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით