გაეროს ბავშვთა ფონდმა თბილისის და ბათუმის კლინიკებს აუცილებელი პერსონალური დაცვის საშუალებები გადასცა
04 მაისი 2020
5 სამედიცინო კლინიკას შორის გადანაწილდა 1000 ლიტრი სადეზინფექციო საშუალება, 50,000 ხელთათმანი, 12,000 ქირურგიული ნიღაბი და 3800 სახის ფარი, რომელიც აუცილებელია COVID-19– ის გავრცელების შეჩერების ღონისძიებებისთვის.
გაეროს ბავშვთა ფონდი აგრძელებს დახმარებას კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული გადაუდებელი საჭიროებების საპასუხოდ. აუცილებელი პერსონალური დაცვის საშუალებები - ხელთათმანები, სახის ფარები, ქუდები და სადეზინფექციო ხსნარი გადაეცა თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასა და ოთხ კლინიკას ბათუმში, აჭარაში. დაცვის საშუალებები გაეროს ბავშვთა ფონდმა შეისყიდა.
5 სამედიცინო კლინიკას შორის გადანაწილდა 1000 ლიტრი სადეზინფექციო საშუალება, 50,000 ხელთათმანი, 12,000 ქირურგიული ნიღაბი და 3800 სახის ფარი, რომელიც აუცილებელია COVID-19– ის გავრცელების შეჩერების ღონისძიებებისთვის.
"ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ჯანდაცვის მუშაკებს, რომლებიც იმყოფებიან პანდემიის წინა ხაზზე." - ღასან ხალილი
”ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ჯანდაცვის მუშაკებს, რომლებიც იმყოფებიან პანდემიის წინა ხაზზე და აღმოვუჩინოთ მათ საჭირო დახმარება. გაეროს ბავშვთა ფონდი მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს მთავრობას აუცილებელი მარაგის მიწოდებაში. ”- თქვა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში.
გაეროს ბავშვთა ფონდი კვლავაც გააგრძელებს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჰიგიენის და სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდებას ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის.