პრეს-რელიზი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ოჯახების დასახმარებლად პანდემიის პერიოდში სპეციალური ტელე და ონლაინ პლატფორმები ამუშავდა

24 აპრილი 2020

25 აპრილიდან ტელეგადაცემა „მშობლის საათი“ კვირაში ორჯერ გავა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ არხზე „განათლება“

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლები და სხვა მზრუნველები მიიღებენ საჭირო ინფორმაციას და ემოციურ მხარდაჭერას იმ ტელე და ონლაინ პლატფორმებით, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებლისა და მაკ საქართველოს პარტნიორობით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის დახმარებით შეიქმნა.

25 აპრილიდან ტელეგადაცემა „მშობლის საათი“ კვირაში ორჯერ გავა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ არხზე „განათლება“, სადაც გამოცდილი პროფესიონალები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და მათ ოჯახებს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში კონკრეტულ რეკომენდაციებს შესთავაზებენ. ტელეგადაცემის თემები მოიცავს დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების განვითარებას, ქცევის მართვის სტრატეგიებს, აკადემიური უნარების განვითარებას, მშობლების მხარდაჭერას და ა.შ. ონლაინ პლატფორმების მეშვეობით შეგროვდება შეკითხვები, რომელსაც პასუხი გადაცემის მსვლელობისას გაეცემა, რათა უზრუნველოფილი იყოს სამიზნე აუდიტორიის მაქსიმალური ჩართულობა. ტელეგადაცემები ეთერში გავა ყოველ შაბათს და კვირას 13:00 საათზე.

ასევე გაეშვა ერთიანი ფეისბუკ პლატფორმა „მშობლის სკივრი“, რომლის მეშვეობით განისაზღვრება საჭიროებები, შეიქმნება მასალები და რესურები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სხვადასხვა ტიპის რესურსებს ბავშვების აკადემიური, ემოციური და ქცევითი მხარდაჭერის კუთხით. პლატფორმა უმასპინძლებს ფეისბუქის ლაივ ჩართვებს ფსიქოლოგების, ექსპერტების და მშობლების მონაწილეობით ტელეგადაცემაში განხილულ სხვადასხვა თემაზე. ონლაინ მესინჯერით შესაძლებელი იქნება პირდაპირი კომუნიკაცია მშობლებთან, მათ შეკითხვებზე პასუხების გაცემა და დახმარება.

კორონავირუსის პანდემიამ დამატებითი გამოწვევები შეუქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და მათ ოჯახებს. ინფიცირების რისკის, ოჯახის შემოსავლის დაკარგვის, საკვების, სამედიცინო და ჰიგიენური მარაგის შემცირებით გამოწვეული სტრესის გარდა,  მშობლებს უწევთ ბავშვების კომპლექსური ფიზიკური, აკადემიური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაკმაყოფილებაც, რომელსაც კარანტინის რეჟიმში დამოუკიდებლად უნდა გაუმკლავდნენ, რადგანაც არსებული მომსახურებები დროებით დახურულია.

 

Maya Kurtsikidze

მაია ქურციკიძე

გაეროს ბავშვთა ფონდი
კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

გაეროს ბავშვთა ფონდი
გაეროს ბავშვთა ფონდი

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით