EU4Environment რუსთავის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში საწარმოო ნარჩენებს აღრიცხავს
08 ივნისი 2021
საპილოტე პროექტის მიზანია სასიცოცხლო ციკლის გამოვლენა
Caption: Photo: European Union
EU4Environment, ივნისში საქართველოს ორ მუნიციპალიტეტში — რუსთავსა და ზესტაფონში,
საწარმოო ნარჩენების მონიტორინგს იწყებს. საპილოტე პროექტის მიზანი საწარმოო მყარი ნარჩენების რუკის შედგენით მისი სასიცოცხლო ციკლის გამოვლენა გახლავთ.
მონიტორინგი განსაზღვრავს და შეაფასებს ადგილობრივი სამრეწველო საწარმოების
ნარჩენების ნაკადებს — წარმოებისას მათი წარმოქმნის მომენტიდან მათ საბოლოო
განადგურებამდე. საპილოტე პროექტი ნარჩენების გადამუშავების ეფექტიანი მეთოდების
დანერგვისა და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების და პრაქტიკის განხორციელებისთვის მოამზადებს ნიადაგს.
პროექტის მონაწილეები, რომელთა შორისაც არიან საქართველოს ხელისუფლება, ადგლობრივი მმართველობის წარმომადგენლები, კერძო კომპანიები, საერთაშორისო ექსპერტები, გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაციის(UNIDO) წარმომადგენლები და მისი ქართველი
პარტნიორები, ერთმანეთს ივნისის დასაწყისში შეხვდებიან. ისინი ზესტაფონსა და რუსთავში არსებული საწარმოო ნარჩენების მონიტორინგის გზებს განიხილავენ და საუკეთესო მეთოდოლოგიაზე შეთანხმდებიან.