უფრო ხანგრძლივი, უფრო ჯანმრთელი ცხოვრება ყველასათვის - ჯანმო 75 წლისაა
09 აპრილი 2023
წელს, 7 აპრილის, ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს, ჩვენ აღვნიშნავთ მუშაობის 75 წლის იუბილეს, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ეძღვნება.

https://www.who.int/europe/ru/news/item/04-04-2023-longer--healthier-lives-for-all--who-at-75
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) დაარსდა 1948 წელს. იგი ეფუძნება პრინციპს, რომ ყველას აქვს ჯანმრთელობის უმაღლესი მიღწევადი სტანდარტის უფლება, განურჩევლად რასისა, რელიგიისა, პოლიტიკური მრწამსისა თუ ეკონომიკური თუ სოციალური მდგომარეობისა.
წელს, 7 აპრილის, ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს, ჩვენ აღვნიშნავთ მუშაობის 75 წლის იუბილეს, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ეძღვნება. ამ დროის განმავლობაში, ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში: სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა WHO-ს ევროპის რეგიონის 53 წევრ ქვეყანაში ევროპასა და ცენტრალურ აზიაში 16 წლით გაიზარდა.
სამეცნიერო აღმოჩენებმა, სამედიცინო წინსვლამ და გლობალურმა ჯანდაცვის ხელშეკრულებებმა შეცვალა ჩვენი სამყარო.
ჩვენ შევიმუშავეთ და დავნერგეთ ყვავილის, პოლიომიელიტისა და წითელას საწინააღმდეგო ვაქცინები, დავნერგეთ იმუნიზაციის გაფართოებული პროგრამა, რათა ბავშვებს მთელ მსოფლიოში სიცოცხლის გადამრჩენი ვაქცინები მივაწოდოთ.
თანამედროვე ანტიბიოტიკების წყალობით აქამდე სასიკვდილო ინფექციური დაავადებები ადვილად განკურნებადი გახდა და შესაძლებლობა მოგვეცა ჩავატაროთ მრავალი სამედიცინო პროცედურა, ორგანოთა გადანერგვიდან სიმსივნის ქიმიოთერაპიამდე.
მილიონობით ქალის ცხოვრება შეიცვალა, მას შემდეგ, რაც სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები ფართოდ ხელმისაწვდომი გახდა.
ოცი წლის წინ, წვერმა სახელმწიფოებმა მიიღეს პირველი გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ხელშეკრულება - WHO-ს ჩარჩო კონვენცია თამბაქოს კონტროლის შესახებ (FCTC) - თამბაქოს მოხმარების შესაჩერებლად.
წევრი სახელმწიფოებმა ასევე ვალდებულება აიღეს დანერგონ ჯანმრთელობის საერთაშორისო რეგულაციები (2005), გლობალური ჩარჩო ხელშეკრულება, რათა დაიცვან ადამიანები ჯანმრთელობის გადაუდებელი სიტუაციებისგან და გააძლიერონ ძალისხმევა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეების პრევენციისა და რეაგირების კუთხით.
ხელმისაწვდომი გახდა ტუბერკულოზის, აივ-ინფექციის, კიბოს, დემენციის და მრავალი სხვა დაავადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ახალი სადიაგნოსტიკო საშუალებები, მედიკამენტები და მკურნალობა.
დღეს ჩვენ დიდი ცოდნა დავაგროვეთ გარემო, ეკონომიკური, ქცევითი და გენეტიკური ფაქტორების შესახებ, რომლებიც ურთიერთდაკავშირებულნი არიან და გავლენას ახდენენ ჩვენს ჯანმრთელობაზე.
თავდადებული ჯანდაცვის პროფესიონალების შრომით მიღწეული პროგრესის წყალობით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის მოსახლეობა ახლა უფრო ჯანმრთელია.
როდესაც უკან ვიყურებით და დასკვნებს ვაკეთებთ ქვეყნებსა და კულტურებს შორის 75-წლიანი თანამშრომლობის და სამეცნიერო ცოდნის გაზიარების გამოცდილების შესახებ და აღვნიშნავთ ჩვენს კოლექტიურ მიღწევებს, ვხვდებით, რომ ისტორიის კრიტიკულ გზაჯვარედინზე ვდგავართ. ჯერ კიდევ ბევრი შესაძლებლობაა გამოსაყენებელი და უფრო რთული კლიმატური, დემოგრაფიული, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისებია გადასალახავი, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე.
ჩვენი გამძლეობა და ერთად მუშაობის უნარი უპრეცედენტო გამოცდის წინაშე დგას, რაც გვახსენებს, თუ რამდენად მყიფე შეიძლება იყოს ჩვენი ჯანმრთელობა და რატომ ვერ დავუშვებთ 7 ათწლეულის მანძილზე გადამწყვეტი მიღწევების რეგრესს.
მიზანი, რომელთაც ხელმძღვანელობდა ჯანმო 1948 წლიდან, დღესაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი დაარსებისას - ერთად ვიმუშაოთ თითოეული ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად და ყველასთვის უკეთესი ჯანმრთელობის მისაღწევად.
გაიგეთ მეტი:
https://www.facebook.com/WHOGeorgia/videos/1586893891738141/
https://www.who.int/campaigns/75-years-of-improving-public-health/milestones#year-1945