პუბლიკაცია
საჯარო სამსახურის მედეგობის გაძლიერება დეზინფორმაციის და პროპაგანდის წინააღმდეგ. 2023
25 იანვარი 2024
წინამდებარე კვლევა შეისწავლის საჯარო მოხელეთა მედეგობას დეზინფორმაციის, მცდარი ინფორმაციისა და პროპაგანდის საფრთხეებისა და გამოწვევების მიმართ.
ანგარიში მოიცავს, როგორც სამაგიდო კვლევის მიგნებებს, ისე რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზის შედეგად მიღებულ მონაცემებს.
კვლევის რაოდენობრივი ნაწილი ეფუძნება 1,339 საჯარო მოხელის გამოკითხვას, ხოლო თვისებრივი ნაწილი 26 სიღრმისეული ინტერვიუს შედეგებს.
კვლევა ჩატარდა საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს დაკვეთოთ, დიდი ბრიტანეთისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით.
კვლევის ძირითადი მიგნებები:
- საჯარო მოხელეთა 96%-ს სმენია დეზინფორმაციისა და მცდარი ინფორმაციის შესახებ და ასევე, იცის, რომ ეს გამოწვევა და საფრთხეა.
- გამოკითხულ მოხელეთა მხოლოდ 38% ამბობს, რომ თავისუფლად არჩევს ცრუ ინფორმაციას ნამდვილისგან.
- ინფორმაციის მიღების წყაროდ საჯარო მოხელეები ყველაზე ხშირად ინტერნეტსა (82%) და ტელევიზიებს (70%) ასახელებენ.
- ინფორმაციის მიღების სანდო წყაროებად რესპონდენტები მიიჩნევენ: პირადად მოძიებული ინფორმაციას (65%), პირად გამოცდილებას (61%) და სხვების მიერ გაზიარებული ცოდნას (34%).
- გამოკითხულთა 82% ამბობს, რომ არასდროს გაუვლია ტრენინგი დეზინფორმაციის თემაზე.
- მიღებული ინფორმაციის კრიტიკული შეფასება საჯარო მოხელეებისთვის სირთულეს წარმოადგენს რადგან ამის სპეციალური ცოდნა და გამოცდილება არ აქვთ.
- საჯარო მოხელეები ინფორმაციის გადამოწმებას საკუთარი ინდივიდუალური მეთოდებით ახორციელებენ, რომელიც პრაქტიკაში მიღებულ გამოცდილებას უკავშირდება. მათივე შეფასებით, ეს მექანიზმები ზუსტი და სანდო არაა.
გამოქვეყნებულია
გაეროს განვითარების პროგრამა