პრეს-რელიზი

გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორი საქართველოში ვიზიტით ჩამოდის

19 აპრილი 2021

2021 წლის 19-21 აპრილს საქართველოს მეორე ოფიციალური ვიზიტით ეწვევა იუნისეფის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორი, იუნისეფის წარმომადგენელი გაეროს ჟენევის ოფისში და მიგრანტთა და ლტოლვილთა საკითხების სპეციალური კოორდინატორი ევროპაში, ქ-ნი აფშან ხანი.

საქართველოში იუნისეფის წარმომადგენელთან, დოქტორ ღასან ხალილთან ერთად ქ-ნი აფშან ხანი თბილისსა და პანკისის ხეობაში გამართავს შეხვედრებს მთავრობის ოფიციალურ პირებთან, თემის წარმომადგენლებსა და ახალგაზრდებთან ბავშვებსა და მათ ოჯახებზე კორონავირუსის პანდემიის გავლენისა და ყველაზე დაუცველი თემების დასახმარებლად საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევის განხილვის მიზნით.  

რეგიონალური დირექტორი შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ბ-ნ ლაშა დარსალიას, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ქ-ნ ეკატერინე ტიკარაძესა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს, დოქტორ ამირან გამყრელიძეს, მჭიდრო თანამშრომლობისა და ვაქცინაციასა და პანდემიაზე რეაგირების ფარგლებში გაწეული მხარდაჭერის განსახილველად.

"მოხარული ვარ, რომ ვბრუნდები საქართველოში ამ რთულ პერიოდში, მაშინ როცა კორონავირუსის პანდემიამ თავდაყირა დააყენა სერვისები, რომლებიც უზრუნველყოფს ბავშვებისა და ახალგაზრდების ჯანმრთელობას, განათლებასა და დაცვას." - აფშან ხანი

 

„მოხარული ვარ, რომ ვბრუნდები საქართველოში ამ რთულ პერიოდში, მაშინ როცა კორონავირუსის პანდემიამ თავდაყირა დააყენა სერვისები, რომლებიც უზრუნველყოფს ბავშვებისა და ახალგაზრდების ჯანმრთელობას, განათლებასა და დაცვას“, განაცხადა იუნისეფის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალურმა დირექტორმა, ქ-ნმა აფშან ხანმა.“ბავშვები, განსაკუთრებით ყველაზე ღარიბები და მარგინალიზებული, ყველაზე მეტად დაზარალდნენ. იუნისეფი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან იმ გეგმების განხორციელებაში, რომლებიც მიზნად ისახავს ბავშვებისთვის პრიორიტეტის მინიჭებას კორონავირუსის დაკარგული თაობის თავიდან ასაცილებლად. სწორედ ახლა უნდა დავიცვათ ჩვენი ბავშვები, რათა უკეთესი მომავალი შევუქმნათ.“

 

Afshan Khan visits Georgia

 

რეგიონალური დირექტორი ასევე ეწვევა პანკისის ხეობას გაეროს მუდმივ კოორდინატორთან და იუნისეფის საერთაშორისო განვითარების პარტნიორების დელეგაციასთან ერთად, რომელშიც მონაწილეობენ ავსტრიის, ბულგარეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იაპონიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, შვედეთის, თურქეთისა და აშშ-ის წარმომადგენელი ელჩები და საერთაშორისო განვითარების ორგანიზაციების წევრები.

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ პანკისში ორგანიზებული ვიზიტის მიზანია, წარუდგინოს საერთაშორისო განვითარების პარტნიორებს იმ ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებები, რომელთა ცხოვრებასაც კომპლექსური ცვლილებები შეეხო. მთავრობის დეცენტრალიზაციის სტრატეგიის თანახმად, იუნისეფის ხელშეწყობით ჩატარდება შეხვედრები ადგილობრივ სათემო ორგანიზაციებთან ბავშვების, ახალგაზრდებისა და ოჯახების საჭიროებების, რეგიონში იუნისეფის ჩართულობისა და ბავშვებზე ორიენტირებული განვითარების გეგმის გასაცნობად.

პანკისის ხეობაში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება შეხვედრები როგორც ადგილობრივ უხუცესთა საბჭოსთან, ისე ქალების საბჭოსთან და რელიგიურ ლიდერებთან, გაიმართება დისკუსია ადგილობრივ ახალგაზრდებთან და შეხვედრა მშობლებთან, პანკისის სკოლებს კი საგანმანათლებლო რესურსები გადაეცემა.

პანკისში ვიზიტისას იუნისეფის რეგიონალური დირექტორი ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ყველა ბავშვს, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემებში მცხოვრებ ბავშვებს, ჰქონდეთ შესაძლებლობა, სრულყოფილად მიიღონ მონაწილეობა თავიანთი ოჯახების და თემების მომავლის შექმნაში.

 

 

 

Maya Kurtsikidze

მაია ქურციკიძე

გაეროს ბავშვთა ფონდი
კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

გაეროს ბავშვთა ფონდი
გაეროს ბავშვთა ფონდი

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით