პრეს-რელიზი

არჩევნების მედიამონიტორინგი დაიწყო

06 ივლისი 2021

ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მედიამონიტორინგი დაიწყეს

– ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, 5 ივლისიდან, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მედიაში გაშუქების მონიტორინგი დაიწყო. მედიამონიტორინგი სრული საარჩევნო ციკლის მანძილზე გაგრძელდება და არჩვენების შემდგომ პერიოდზეც გავრცელდება (2021 წლის ივლისიდან 2022 წლის მარტამდე).

მედიამონიტორინგს ახორციელებენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინტერნიუს საქართველო და CRRC-საქართველო.

მედიამონიტორინგი მოიცავს 54 ეროვნულ და რეგიონულ მედია-საშუალებას, რომელთა შორისაა:

  • 14 ტელევიზია (5 ეროვნული, 9 რეგიონული)
  • 12 რადიო (6 ეროვნული, 6 რეგიონული)
  • 11 ბეჭდური გამოცემა (7 ეროვნული, 4 რეგიონული)
  • 17 ონლაინ გამოცემა (9 ეროვნული, 8 რეგიონული)

მედიამონიტორინგის ანგარიშებში შევა არჩვენების გაშუქების რაოდენობრივი მაჩვენებლები და თვისებრივი ანალიზი.

მონიტორინგი ასევე შეისწავლის, თუ როგორ იყენებენ ქართული მედია-საშუალებები სოციალურ მედიას, კერძოდ, ფეისბუკს, აუდიტორიასთან დასაკავშირებლად, და რა სახის მედია-კონტენტი ზიარდება ფეისბუკის გვერდებსა და ჯგუფებში, მათ შორის პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების გვერდებზე.

გარდა ამისა, CRRC-საქართველოს მიერ მომზადებელი დამატებითი ანგარიში გაარკვევს, თუ როგორ აშუქებს ქართული მედია უცხოურ გავლენას არჩევნების პროცესზე.

მედიამონიტორინგის ანგარიშები ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე: mediamonitor.ge/ 

 

***

მედიამონიტორინგის პერიოდი:

2021 წლის ივლისი - 2022 წლის მარტი

 

მედიამონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაციები:

  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია – ტელევიზია, ონლაინ მედია და სოციალური ქსელი
  • ინტერნიუს საქართველო – ბეჭდური მედია და რადიო
  • CRRC-საქართველო – უცხოური გავლენა არჩევნებზე

 

 

ეროვნული მედია-საშუალებები:

ტელევიზია

მედია მონიტორი:

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

 

რადიო

მედია მონიტორი:

ინტერნიუს საქართველო

ბეჭდური მედია

მედია მონიტორი:

ინტერნიუს საქართველო

ონლაინ მედია

მედია მონიტორი:

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

 

  1. იმედი
  2. მთავარი არხი
  3. პირველი
  4. რუსთავი-2
  5. საზოგადოებრივი მაუწყებელი, 1-ელი არხი
  1. იმედი
  2. მაესტრო
  3. პალიტრა
  4. პირველი რადიო
  5. საზოგადოებრივი მაუწყებელი, რადიო-1
  6. ფორტუნა
  1. ალია
  2. ასავალ-დასავალი
  3. ახალი თაობა
  4. კვირის პალიტრა
  5. რეზონანსი
  6. საქართველო და მსოფლიო
  7. ქრონიკა+
  1. ambebi.ge
  2. interpressnews.ge
  3. mpn.ge
  4. netgazeti.ge
  5. news.on.ge
  6. publika.ge
  7. radiotavisupleba.ge
  8. sputnik-georgia.com
  9. tabula.ge

 

რეგიონული მედია-საშუალებები:

ტელევიზია

მედია მონიტორი:

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

 

რადიო

მედია მონიტორი:

ინტერნიუს საქართველო

ბეჭდური მედია

მედია მონიტორი:

ინტერნიუს საქართველო

ონლაინ მედია

მედია მონიტორი:

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

 

  1. აჭარა
  2. გურია
  3. გურჯაანი
  4. თრიალეთი
  5. მე-9 არხი
  6. ოდიში
  7. რიონი
  8. ტვ 25
  9. ტვ 4
  1. ათინათი
  2. ვეი
  3. ძველი ქალაქი
  4. მარნეული
  5. სამხრეთის კარიბჭე
  6. ჰერეთი
  1. ალიონი
  2. გურია ნიუსი
  3. ჩემი ხარაგაული
  4. ჰო და არა
  1. batumelebi.ge
  2. guriismoambe.ge
  3. kartli.ge
  4. knews.ge
  5. kutaisipost.ge
  6. livepress.ge
  7. reginfo.ge
  8. sknews.ge

 

 

Sophie Tchitchinadze

სოფო ჭიჭინაძე

გაეროს განვითარების პროგრამა
კომუნიკაციის ანალიტიკოსი

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

გაეროს განვითარების პროგრამა
გაეროს განვითარების პროგრამა

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით