პრეს-რელიზი

გაეროს გენერალური მდივნის განცხადება ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

24 ნოემბერი 2023

2023 წლის 25 ნოემბერი

                                            

ქალთა მიმართ ძალადობა წარმოადგენს ადამიანის უფლებების საშინელ დარღვევას, საზოგადოების ჯანმრთელობის კრიზისსა და მთავარ დაბრკოლებას მდგრადი განვითარებისთვის.

ეს მუდმივი ხასიათის, ფართოდ გავრცელებული მოვლენაა, და ამ მხრივ მდგომარეობა უარესდება.

ძალადობა მრავალ ფორმას იძენს - დაწყებული სექსუალური შევიწროებით და ძალადობით, ფემიციდით დამთავრებული.

მაგრამ ყველა მათგანს ფესვი აქვს გადგმული სტრუქტურულ უსამართლობაში, რომელიც გამყარებულია პატრიარქატის ათასწლეულობით.

ჩვენ ვცხოვრობთ კულტურაში, რომელშიც კვლავაც მამაკაცები დომინირებენ და უარყოფილია ღირსებისა და უფლებების თანასწორობა, რაც ქალებს დაუცველებს ხდის.

ამის  ფასს ყველა ვიხდით: ჩვენი საზოგადოება ნაკლებად მშვიდობიანია,  ჩვენი ეკონომიკა ნაკლებად წარმატებული. ხოლო  ჩვენი სამყარო - ნაკლებად სამართლიანი.

მაგრამ სამყარო შესაძლებელია სხვაგვარი იყოს.

წლევანდელი UNiTE კამპანიის თემა - „ინვესტირება ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის პრევენციისთვის“ - ყველა ჩვენთაგანს მოგვიწოდებს ვიმოქმედოთ.

მხარი დავუჭიროთ კანონმდებლობას და ყოვლისმომცველ პოლიტიკას, რომელიც აძლიერებს ქალთა უფლებების დაცვას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

გავზარდოთ ინვესტიციები პრევენციაში და ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების მხარდაჭერაში.

მოუსმინოთ  ძალადობის მსხვერპლებს. და არც ერთი მოძალადე არ უნდა დარჩეს დაუსჯელი მთელს მსოფლიოში.

მხარში ამოუდგეთ ქალ-აქტივისტებს და ხელი შეუწყოთ ქალთა ლიდერობას გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე.

ერთად დავდგეთ და ხმა ავიმაღლოთ. მოდით ავაშენოთ სამყარო, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ იტყვის უარს ქალთა მიმართ ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი ფორმით ძალადობის მოთმენაზე.

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

UN
United Nations

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით