ზრუნვის დროა: აუნაზღაურებელი შრომა და გენდერული უთანასწორობა საქართველოში
მსოფლიოს მასშტაბით ქალები კაცებზე სამჯერ მეტ დროს ხარჯავენ აუნაზღაურებელ შრომაზე, რის შედეგადაც ისინი დროით სიღარიბეს განიცდიან და ნაკლები დრო რჩებათ ანაზღაურებადი სამუშაოსთვის ან კარიერული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობებისთვის.
2020-2021 წლების დროის გამოყენების კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით, წარმოდგენილი კვლევითი ნაშრომი აანალიზებს აუნაზღაურებელ ზრუნვის შრომასა და სამუშაო ძალაში მონაწილეობას შორის არსებულ ურთიერთკავშირს, დროით სიღარიბეს, ცხოვრებასა და მუშაობას შორის არსებულ ბალანსსა და მათ განმსაზღვრელ ფაქტორებს.
პუბლიკაცია მომზადებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის გლობალური პროგრამის „თითოეული ქალი და გოგო მნიშვნელოვანია“ მხარდაჭერით.