დემოკრატიის საერთაშორისო დღე
15 სექტემბერი 2024
გაეროს გენერალური მდივნის მიმართვა
დემოკრატიის საერთაშორისო დღე სიტყვის თავისუფლების, სამოქალაქო თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერების, ინსტიტუტების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის, ადამიანთა უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის შესაძლებლობას წარმოადგენს.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წელს, როდესაც 50-ზე მეტ ქვეყანაში – რომელიც მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარს წარმოადგენს – არჩევნები ტარდება.
მიუხედავად ამისა, მთელ მსოფლიოში ამ უფლებებსა და ღირებულებებზე ხდება იერიშის მიტანა; ხდება თავისუფლებების ძირის გამოთხრა; მცირდება სამოქალაქო სივრცე; მძაფრდება პოლარიზაცია; და იზრდება უნდობლობა.
წელს დემოკრატიის დღე ყურადღებას ამახვილებს ხელოვნურ ინტელექტზე, როგორც კარგი მმართველობის ინსტრუმენტზე.
ხელოვნური ინტელექტით გამოწვეული საფრთხეების უყურადღებოდ დატოვებას შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს დემოკრატიის, მშვიდობისა და სტაბილურობის კუთხით. ეს შეიძლება დაიწყოს არასწორი და დეზინფორმაციის გავრცელებით, სიძულვილის ენის გავრცელებით და ე.წ. დიპფეიკიების გამოყენებით.
თუმცა ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს და გააძლიეროს საზოგადოების სრული და აქტიური ჩართულობა, თანასწორობა, უსაფრთხოება და ადამიანის განვითარება. მას შეუძლია გააძლიეროს განათლება დემოკრატიული პროცესების შესახებ და ჩამოაყალიბოს მეტად ინკლუზიური სამოქალაქო სივრცეები, სადაც ადამიანებს შეეძლებათ, თავიანთი სიტყვა თქვან გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ანგარიშვალდებული გახადონ გადაწყვეტილების მიმღები პირები.
ამ შესაძლებლობების გამოსაყენებლადმნიშვნელოვანია ხელოვნური ინტელექტის ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფა ყველა დონეზე, მათ შორის საერთაშორისო დონეზე.
ინკლუზიურმა და გეოგრაფიულად მრავალფეროვანმა მაღალი დონის საკონსულტაციო ორგანომ ხელოვნური ინტელექტის შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში რეკომენდაციებით იმის შესახებ, თუროგორ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტის უპირატესობები და ამასთან ერთად შევამციროთ რისკები.
გზავნილი ნათელია: ხელოვნური ინტელექტი (AI) უნდა მოემსახუროს ადამიანებს სამართლიანად და უსაფრთხოდ.
მომავლის სამიტი, რომელიც სექტემბერში გაიმართება, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების, ნდობის გამყარებისა და ამჟამინდელი და მომავალი თაობებისდაცვის გადამწყვეტ შესაძლებლობას წარმოადგენს.
დემოკრატიის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მოდი განვაგრძოთ მუშაობა მეტად ინკლუზიური, სამართლიანი და თანასწორი მსოფლიოს შესაქმნელად!