პრეს-რელიზი

გაერო: გაუზიარეთ ერთმანეთს აღდგომის დღესასწაულის განწყობა და არა ვირუსი!

17 აპრილი 2020

გაეროს განცხადება

აღდგომა საქართველოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი  დღესასწაულია, რომელსაც  მრავალი ოჯახი ერთად აღნიშნავს. დღეს საზოგადოების სააღდგომო განწყობა ასევე გულისხმობს  პასუხისმგებლობის აღებას კორონავირუსისგან საკუთარი თავისა და სხვათა დასაცავად.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოსახლეობა გაგებით ეკიდება და იცავს მთავრობის რეკომენდაციებს, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევით შემუშავებულ პროფილაქტიკურ ზომებს ეფუძნება.  შედეგად, კოვიდ-19-ით დაავადებულთა  რაოდენობა  კონტროლს ექვემდებარება და  ბევრის სიცოცხლეც გადარჩა. ეს ტემდენცია უნდა გაგრძელდეს.

მოვუწოდებთ თითოეულ ოჯახს საქართველოში, წელს  აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნისას,  პირველ ადგილზე დააყენონ საზოგადოების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. გთხოვთ, დარჩეთ სახლში, ნუ შეიკრიბებით, რომ თქვენ და თქვენი ახლობლები ჯანმრთელად იყოთ ამ უჩვეულო ვითარებაში.

უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, შორს თუ ახლოს მყოფ ახლობლებთან დასაკავშირებლად გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები, რადგან ფიზიკური დისტანცია არ არის სოციალური იზოლაცია. მოდით, ასეთი დისტანციური კავშირებით აღვნიშნოთ ყველამ ერთად ეს დღესასწაული.

ფიზიკური დისტანციის წესების დაცვით ჩვენ ვიცავთ საკუთარ თავს, ჩვენს საყვარელ ადამიანებს და მთელ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ყველაზე დაუცველებს:  ხანდაზმულებს, სუსტი იმუნური სისტემისა და  ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს.

რეკომენდაციების შესრულებით ასევე დავიცავთ ჯანდაცვის მუშაკებსა და ამ სფეროში დასაქმებულებს, რომლებიც  24 საათის განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობენ კორონავირუსის დასამარცხებლად პანდემიის დაწყების  პირველივე დღიდან. ჩვენ უნდა დავრჩეთ  სახლში, რომ ისინი იყვნენ ჯანმრთელად და  დაავადებულთა მკურნალობა შეძლონ.

საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნის ყველა მცხოვრებს, სახლში დარჩენით განაგრძონ თავიანთი მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა კორონავირუსთან ბრძოლაში. 

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ბედნიერ აღდგომას უსურვებს საქართველოს ყველა მცხოვრებს, რომლებიც  აღდგომის დღესასწაულს ზეიმობენ!

---  

ამავე თემაზე იხილეთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პუბლიკაცია ,,პრაქტიკული                მოსაზრებები და რეკომენდაციები რელიგიური ლიდერებისა და რელიგიური თემებისთვის კოვიდ-19– ის კონტექსტში” შემდეგ  ბმულზე

 

Ketevan Ghioshvili

ქეთი გიოშვილი

RCO
კომუნიკაციის სპეციალისტი

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

UN
United Nations

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით