საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებულობა ადამიანის უფლებების დაცვისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შესახებ. 2017
07 თებერვალი 2017
ფართომასშტაბიანი კვლევა შეისწავლის საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას ადამიანის უფლებების დაცვისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის მიმართ.
კვლევის შედეგები ეყრდნობა 5 ათასი პირისპირ გამოკითხვის, 14 ფოკუს ჯგუფისა და 29 ჩაღრმავებული ინტერვიუს შედეგებს. ჩაღრმავებული ინტერვიუები ჩატარდა საჯარო სექტორის, ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ლგბტ თემის წარმომადგენლებთან.
კვლევა ჩაატარა ქართულმა კვლევითმა კომპანიამ „ეი-სი-თი“ ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით.