პრეს-რელიზი

გაეროს ბავშვთა ეხმარება საქართველოში კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულ ყველაზე დაუცველ თემებს

10 აპრილი 2020

გაეროს ბავშვთა ფონდმა ჰიგიენური საშუალებები და საკვები პროდუქტები ჩაუტანა გაჩიანში, ვახტანგისსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბოშათა ოჯახებს.

Photo: © UNICEF/GEO-2020/Blagonravova

გაეროს ბავშვთა ფონდმა ჰიგიენური საშუალებები და საკვები პროდუქტები ჩაუტანა გაჩიანში, ვახტანგისსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბოშათა ოჯახებს. აღნიშნული დახმარება განხორციელდა პრემიერ-მინისტრის აპარატისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობით და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით.

 

„ჩვენ უნდა დავეხმაროთ იმ ოჯახებს, რომლებიც განსაკუთრებით დაუცველნი არიან და მივაწოდოთ მათ ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ.“ - ღასან ხალილი

 

„ბავშვები ამ პანდემიის ფარული მსხვერპლნი არიან“, განაცხადა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში. „ჩვენ უნდა დავეხმაროთ იმ ოჯახებს, რომლებიც განსაკუთრებით დაუცველნი არიან და მივაწოდოთ მათ ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ.“

 

Ghassan Khalil

 

მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, თბილისში, დედოფლისწყაროში, ქობულეთსა და ქუთაისში მცხოვრებ დაახლოებით 380 ბოშათა ოჯახს გადაეცემა ჰიგიენური საშუალებებისა და სასურსათო პროდუქტისაგან შემდგარი პაკეტები. აღნიშნულ ოჯახებს ასევე მიაწვდიან ინფორმაციას ვირუსისგან თავის დაცვის შესახებ.

„ოჯახებს შესაძლოა სჭირდებოდეთ საკვები, სამედიცინო და ჰიგიენური საშუალებები ან ფსიქოლოგიური მხარდაჭერა“, განაცხადა ღასან ხალილმა „ჩვენი დახმარების შედეგად ეს ოჯახები შეძლებენ თავის გატანას რამდენიმე თვის განმავლობაში მაინც“.

 

Humanitarian Action

 

კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირების ფარგლებში გაეროს ბავშვთა ფონდი აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას მთავრობასთან, გაეროს სხვა სააგენტოებსა და ჰუმანიტარული ორგანიზაციებთან. რეაგირების ფარგლებში იუნისეფი ახორციელებს ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა: რისკების შესახებ ინფორმირება, ასევე ინფორმაციის მიწოდება სწავლის, თამაშისა  და პოზიტიური მშობლობის შესახებ; აუცილებელი ჰიგიენური და სამედიცინო საშუალებების გადაცემა ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო სტრუქტურებისათვის; ბავშვების, ფეხმძიმე ქალებისა და მეძუძური დედებისათვის ჯანდაცვის სათანადო მომსახურების გაწევის უწყვეტობის უზრუნველყოფა; განათლების უწყვეტად ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, ბავშვთა დაცვა, მათ შორის, ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციაზე ზრუნვა და ადვოკატირება სოციალური დაცვის პროგრამების შეუფერხებელი მიწოდების მიზნით.

Maya Kurtsikidze

მაია ქურციკიძე

გაეროს ბავშვთა ფონდი
კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

გაეროს ბავშვთა ფონდი
გაეროს ბავშვთა ფონდი

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით