გაეროს გენერალური მდივნის განცხადება კორონავირუსთან დაკავშირებით
11 მარტი 2020
დღეს კორონავირუსის გლობალურ პანდემიად გამოცხადება ესაა მოწოდება მოქმედებისკენ - ყველგან და ყველასთვის.
ყველა ჩვენგანს ემუქრება საერთო საფრთხე - კორონავირუსი. დღეს კორონავირუსის გლობალურ პანდემიად გამოცხადება ესაა მოწოდება მოქმედებისკენ - ყველგან და ყველასთვის. ეს ასევე საერთო პასუხისმგებლობისკენ და სოლიდარობისკენ მოწოდებაა.
საჭიროა მტკიცე ბრძოლა ვირუსთან.
როგორც მედიცინა გვეუნება, თუ ქვეყნები განახორციელებენ კონკრეტული ზომებს კორონავირუსის შემთხვევების გამოსავლენად, შესაფასებლად, შესაკავებლად და სამკურნალოდ, ასევე აქტიურად გამოავლენენ კონტაქტების და განახორციელებენ შესაძლო და სავარაუდო შემთხვევების იზოლაციას, ჩვენ შევძლებთ დაავადების ტრანსმისიის შემცირებას.
მოვუწოდებ ყველა ქვეყანას, გააძლიერონ და გააფართოონ თავიანთი ძალისხმევა.
და რადგან ეს კრიზისი გავლენას ახდენს ყველაზე, საჭიროა ყველამ ჩვენი წვლილი შევიტანოთ პრობლემის გადაჭრაში.
მაშინ როცა ვგლოვობთ ყველა გარდაცვლილს და ვუთანაგრძნობთ იმ ოჯახებს, რომელთაც ეს დაავადება შეეხოთ, საჭიროა სოლიდარობა გამოვუცხადოთ მათ, ვინც ყველაზე დაუცველია - მოხუცებს, დაავადებულებს, მათ ვისაც ხელი არ მიუწვდება საიმედო ჯანდაცვზე და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ პირებს. მოდით, განვაგრძოთ ძალისხმევა სტიგმის გარეშე.
თქვენ შეგიძლიათ გაეროს იმედი გქონდეთ.
მოდით ერთად დავძლიოთ ეს საფრთხე
გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში