პრეს-რელიზი

OHCHR ხელს უწყობს საქართველოში ადამიანის უფლებათა დამცველ დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუტების თანამშრომლობასა და გაძლიერებას

07 ივლისი 2021

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დამოუკიდებელი ინსტიტუტებია, რომელთაც უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ ქვეყანაში ადამიანის უფლებებათა და თავისუფლების დაცვის კუთხით. 

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (UN OHCHR) მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრის მიზანს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და სახალხო დამცველს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენდა. სამდღიანი შეხვედრა ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის - ადამიანის უფლებები ყველასათვის (მეორე ფაზა) ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც UN OHCHR და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ერთობლივად ახორციელებენ. 

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სახელმწიფო ინსპექტორის მანდატში შემავალი საქმიანობის, კერძოდ, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების სამართლებრივი და პრაქტიკული საკითხების შესხებ. დეტალურად იქნა განხილული დაკავების და საპატიმრო ადგილებში არსებულ მდგომარეობასთან და ინდივიდულურ საჩივრებთან დაკავშირებით ინფორმაციის ეფექტიანი გაცვლის საკითები. საუბარი ასევე შეეხო, ინსპექტორის მანდატს, შესაბამის სფეროებში სახალხო დამცველის მიერ პარლამენტისადმის წარდგენილ წლიურ ანგარიშში მოცემულ საკითხებსა და გამოწვევებს. 

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, სახალხო დამცველის აპარატისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას ქვეყანაში წამების და არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრის კონტექსტში.

„განვითარების საწყის  საფეხურზე მყოფი დამოუკიდებელი საზედამხედველო უწყებისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა.  მინდა მადლობა გადავუხადო გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს (UN OHCHR) სახმრეთ კავკასიაში ყველა იმ მხარდაჭერისთვის, რასაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის ახორციელებს. ასევე, მოხარული ვარ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და სახალხო დამცველის აპარატს შორის ურთიერთობა არის თანამშრომლობის კარგი მაგალითი და ვფიქრობ, ერთობლივი ძალისხმევით, შევძლებთ საერთო მიზნების მიღწევას.“  - განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს, ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ საგამოძიებო ფუნქციის ეფექტიანად განხორციელებას და არსებული გამოწვევების გადაჭრას.

„UN OHCHR მოხარულია, რომ ხელს უწყობს ამ ორ უმნიშვნელოვანეს უწყებას შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და კოორდინაციას. იმედს გამოვთქვამთ, რომ ისინი შეძლებენ წამების პრევენციის და ეფექტიანი გამოძიების კუთხით ხელშესახებ პროგრესს მიაღწიონ.“ - განაცხადა სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროსმა მრჩეველმა, ვლადიმირ შკოლნიკოვმა.

ევროკავშირი (EU) და OHCHR სამხრეთ კავკასიაში 2016 წლიდან მხარს უჭერენ ადამიანის უფლებების დაცვის სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებასა და მათი მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს დახვეწას. მათ შორის არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელსაც, სხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად, OHCHR-ის აქტიური მხარდამჭერით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ფუნქცია 2019 წელს დაეკისრა. 

Meri Makharashvili

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი
Communications Specialist

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით