არჩევნების მედიამონიტორინგი დაიწყო
06 ივლისი 2021
ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მედიამონიტორინგი დაიწყეს
– ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, 5 ივლისიდან, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მედიაში გაშუქების მონიტორინგი დაიწყო. მედიამონიტორინგი სრული საარჩევნო ციკლის მანძილზე გაგრძელდება და არჩვენების შემდგომ პერიოდზეც გავრცელდება (2021 წლის ივლისიდან 2022 წლის მარტამდე).
მედიამონიტორინგს ახორციელებენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინტერნიუს საქართველო და CRRC-საქართველო.
მედიამონიტორინგი მოიცავს 54 ეროვნულ და რეგიონულ მედია-საშუალებას, რომელთა შორისაა:
- 14 ტელევიზია (5 ეროვნული, 9 რეგიონული)
- 12 რადიო (6 ეროვნული, 6 რეგიონული)
- 11 ბეჭდური გამოცემა (7 ეროვნული, 4 რეგიონული)
- 17 ონლაინ გამოცემა (9 ეროვნული, 8 რეგიონული)
მედიამონიტორინგის ანგარიშებში შევა არჩვენების გაშუქების რაოდენობრივი მაჩვენებლები და თვისებრივი ანალიზი.
მონიტორინგი ასევე შეისწავლის, თუ როგორ იყენებენ ქართული მედია-საშუალებები სოციალურ მედიას, კერძოდ, ფეისბუკს, აუდიტორიასთან დასაკავშირებლად, და რა სახის მედია-კონტენტი ზიარდება ფეისბუკის გვერდებსა და ჯგუფებში, მათ შორის პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების გვერდებზე.
გარდა ამისა, CRRC-საქართველოს მიერ მომზადებელი დამატებითი ანგარიში გაარკვევს, თუ როგორ აშუქებს ქართული მედია უცხოურ გავლენას არჩევნების პროცესზე.
მედიამონიტორინგის ანგარიშები ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე: mediamonitor.ge/
***
მედიამონიტორინგის პერიოდი:
2021 წლის ივლისი - 2022 წლის მარტი
მედიამონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაციები:
- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია – ტელევიზია, ონლაინ მედია და სოციალური ქსელი
- ინტერნიუს საქართველო – ბეჭდური მედია და რადიო
- CRRC-საქართველო – უცხოური გავლენა არჩევნებზე
ეროვნული მედია-საშუალებები:
ტელევიზია მედია მონიტორი: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
|
რადიო მედია მონიტორი: ინტერნიუს საქართველო |
ბეჭდური მედია მედია მონიტორი: ინტერნიუს საქართველო |
ონლაინ მედია მედია მონიტორი: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
|
|
|
|
|
რეგიონული მედია-საშუალებები:
ტელევიზია მედია მონიტორი: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
|
რადიო მედია მონიტორი: ინტერნიუს საქართველო |
ბეჭდური მედია მედია მონიტორი: ინტერნიუს საქართველო |
ონლაინ მედია მედია მონიტორი: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
|
|
|
|
|