გაეროს ექსპერტი საერთაშორისო მართლწესრიგის საკითხებში საქართველოს ეწვევა
26 აპრილი 2023
10 დღიანი ვიზიტის ფარგლებში, ლივინგსტონ სევანიანა დააკვირდება კარგ პრაქტიკას და გამოწვევებს დემოკრატიული და სამართლიანი საერთაშორისო მართლწესრიგის განხორციელებასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის 18/6 შესაბამისად

ჟენევა (25 აპრილი, 2023) - 2023 წლის 26 აპრილიდან 5 მაისამდე, გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტი დემოკრატიული და სამართლიანი საერთაშორისო მართლწესრიგის ხელშეწყობის საკითხებში ლივინგსტონ სევანიანა მის პირველ ოფიციალურ ვიზიტს განახორციელებს საქართველოში.
10 დღიანი ვიზიტის ფარგლებში, ლივინგსტონ სევანიანა დააკვირდება კარგ პრაქტიკას და გამოწვევებს დემოკრატიული და სამართლიანი საერთაშორისო მართლწესრიგის განხორციელებასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის 18/6 შესაბამისად.
ექსპერტი გამართავს შეხვედრებს ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რათა შეაფასოს ქვეყნის შედეგი მშვიდობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, საერთაშორისო თანამშრომლობა რიგ სფეროებში, ქვეყნის ძალისხმევა განვითარების უფლების უზრუნველყოფაში, ახალგაზრდების მონაწილეობა გლობალური გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მათი ჩართულობა რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.
დამოუკიდებელი ექსპერტი ასევე ეწვევა სამხრეთ ოსეთთან არსებულ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს, რათა უკეთ შეისწავლოს ადამიანის უფლებების მდგომარეობა ქვეყნის ამ ნაწილში არსებულ რეგიონებში.
ვიზიტის დასასრულს, 2023 წლის 5 მაისს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე, ქორთიარდ მარიოტ თბილისში [თავისუფლების მოედანი 4, თბილისი] გამართულ პრესკონფერენციაზე, დამოუკიდებელი ექსპერტი თავის წინასწარ დასკვნებს მედიას გაუზიარებს.
ექსპერტი საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიშს ადამიანის უფლებათა საბჭოს 2023 წლის სექტემბერში წარუდგენს.
ლივინგსტონ სევანიანამ (უგანდა) 2018 წლის ივლისიდან მოღვაწეობს, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი დემოკრატიული და სამართლიანი საერთაშორისო მართლწესრიგის ხელშეწყობის საკითხებში. ის არის ადამიანის უფლებათა ინიციატივის ფონდის (უგანდის არსებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია) დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. ლივინგსტონ სევანიანა არის პროფესიით იურისტი და უგანდის უმაღლესი სასამართლოს ადვოკატი. ის ფართოდ წერდა და აქვეყნებდა პუბლიკაციებს ადამიანის უფლებების, კორპორაციული მმართველობის, საჯარო სექტორის მენეჯმენტისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შესახებ. მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო სამეცნიერო და პროფესიული საქმიანობისთვის.