საქართველო: გაეროს ექსპერტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობას შეაფასებს
01 სექტემბერი 2023
4 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა გერარდ ქუინი, გაეროს სპეციალური მომხსენებელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების საკითხში.
4 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა გერარდ ქუინი, გაეროს სპეციალური მომხსენებელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების საკითხში. ვიზიტის განმავლობაში მომხსენებელი შეისწავლის კანონმდებლობას, შესაბამის საჯარო პოლიტიკას და იმ კონკრეტულ ღონისძიებებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლების დასაცავად და მხარდასაჭერად. ვიზიტი საქართველოს მთავრობის მოწვევის საფუძველზე დაიგეგმა.
გერარდ ქუინი ეწვევა თბილისს, კახეთის რეგიონსა და სხვა ადგილებს, და შეხვედრებს გამართავს მთავრობის წევრებთან, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებთან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან და მათ წარმომადგენელ ორგანიზაციებთან. ის ასევე შეხვდება სამოქალაქო საზოგადოების წევრებს და საქართველოში გაეროს სააგენტოების წარმომადგენლებს.
მომხსენებელი ასევე ესტუმრება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის განკუთვნილ ინსტიტუციებს, ფსიქიატრიულ დაწესებულებებსა და სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციებს.
სპეციალური წარმომადგენელი პრესკონფერენციას გამართავს 14 სექტემბერს, ხუთშაბათს, 14:00 საათზე, სასტუმროში Courtyard Marriott-ში (თავისუფლების მოედანი 4, თბილისი).
ექსპერტი ანგარიშს ადამიანის უფლებათა საბჭოს 2024 წლის მარტში წარუდგენს.
დასასრული
გერარდ ქუინი (ირლანდია)გაეროს სპეციალური მომხსენებელია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების საკითხში, რომელიც ადამიანის უფლებათა საბჭომ 2020 წლის ოქტომბერში დანიშნა. ბატონი ქუინი ლუნდის უნივერსიტეტში (შვედეთში) მოქმედ რაულ უალენბერგის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტსა და ლიდსის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო) კვლევით მიმართულებებს ხელმძღვანელობს. მოლაპარაკებების დროს, რომლებიც წინ უძღოდა შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის მიღებას, გერარდ ქუინი წარმოადგენდა ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების (NHRIs) მთავარ საკონტაქტო პირს და ხელმძღვანელობდა Rehabilitation International-ს დელეგაციას გაეროს სამუშაო ჯგუფების მუშაობის პროცესში(2004). წარსულში იგი იყო ირლანდიის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი. ასევე, ამავე უნივერსიტეტში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შესახებ კანონმდებლობისა და პოლიტიკის ცენტრის დამაარსებელი და ხელმძღვანელი.
სპეციალური მომხსენებლების საქმიანობა წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალური პროცედურების ნაწილს, რომელიც, გაეროს ადამიანის უფლებათა სისტემაში დამოუკიდებელი ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ყველაზე დიდი ორგანოა. იგი ზოგადი სახელწოდების ქვეშ აერთიანებს საბჭოს დამოუკიდებელ ფაქტების მოკვლევისა და მონიტორინგის მექანიზმებს, რომლებიც სწავლობენ კონკრეტულ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას ან აწარმოებენ თემატური საკითხების შესწავლას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სპეციალური პროცედურების ექსპერტები მოხალისეობრივად მუშაობენ, არ წარმოადგენენ გაეროს თანამშრომლებს და არ იღებენ ანაზღაურებას გაწეული სამუშაოსთვის. ისინი მოქმედებენ ინდივიდუალურად და ნებისმიერი მთავრობისგან დამოუკიდებლად.
გაეროს ადამიანის უფლებათა გვერდი: Georgia
მედიასთან ურთიერთობის საკითხებსა და დამატებითი ინფორმაციასთან დაკავშირებით დაუკავშირდით:
ჟენევაში: Barbora Zamrska, barbora.zamrska@un.org; hrc-sr-disability@un.org
თბილისი: მერი მახარაშვილი, (+995) 599 500 137
გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტების შესახებ ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: Maya Derouaz (maya.derouaz@un.org) ან Dharisha Indraguptha (dharisha.indraguptha@un.org)
თვალი ადევნეთ ახალ ამბებს ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს დამოუკიდებელ ექსპერტთა საქმიანობის შესახებ ტვიტერზე: @UN_SPExperts.
გაღელვებთ თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები?
მაშ, დღესვე იმოქმედეთ ადამიანის უფლებათა დაცვისთვის!
#Standup4humanrights
და ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://www.standup4humanrights.org