პრეს-რელიზი

ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 მაისი 2024

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუწოდებს ყველგან და ყველასთვის დავიცვათ ადამიანის უფლებები. 

ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ვუერთდებით გაეროს გენერალური მდივნის გლობალურ გზავნილს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, ყველგან და ყველასთვის დავიცვათ ადამიანის უფლებები. სოლიდარობას ვუცხადებთ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) ადამიანებს საქართველოში, რომლებიც კვლავ განიცდიან შევიწროებას, დისკრიმინაციასა და სტიგმატიზაციას, და მტრულ დამოკიდებულებას, ძალადობასა და ადამიანის უფლებების სხვა სახის დარღვევებს აწყდებიან.  ნებისმიერი სახის გარიყვა ძირს უთხრის ადამიანის უფლებების დაცვას, აღრმავებს უთანასწორობას და საფრთხეს უქმნის დემოკრატიას.  ვაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას ჩვენს ადგილობრივ პარტნიორებთან, რათა საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა და პრაქტიკა შევუსაბამოთ ადამიანის უფლებათა ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლებიც განსაზღვრულია ქვეყნის კონსტიტუციით და განმტკიცებულია საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებებით.

სრულად გთავაზობთ გაეროს გენერალური მდივნის განცხადებას ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით: 

,,ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, მინდა შევაქო ლგბტქი+ უფლებადამცველები, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან დისკრიმინაციის აკრძალვისა და კანონის წინაშე     თანასწორობის უზრუნველსაყოფად. თუმცა, არის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობის შემაშფოთებელი მაგალითებიც.  ახალი კანონები ძველ ფანატიზმს კანონიერ ძალას აძლევს ადამიანების დაშინების და სიძულვილის დათესვის გზით. წელს ამ დღის თემაა „არავინ დაგვრჩეს ყურადღების მიღმა: თანასწორობა, თავისუფლება და სამართლიანობა ყველასთვის“, რაც შეგვახსენებს, რომ ადამიანის უფლებების და ღირსების დაცვა თითოეული ჩვენთაგანის მოვალეობაა. ამ უფლებების რეალობად გადაქცევისთვის კი მოქმედებაა საჭირო. ერთნაირსქესიან ადამიანებს შორის ურთიერთობები აღარ უნდა იყოს კრიმინალიზებული და ასევე უნდა დასრულდეს ყველანაირი ძალადობა, დისკრიმინაცია და საზიანო პრაქტიკა ლგბტქი+ თემების მიმართ. მოდით, ამ და ყოველ სხვა დღეს ვიზრუნოთ პატივისცემაზე, ღირსებასა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული გარემოს შექმნაზე მთელ მსოფლიოში”.

 

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

UN
United Nations

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით