პრეს-რელიზი

ადამიანის უფლებათა დაცვის დღე 2024

10 დეკემბერი 2024

2024 წლის 10 დეკემბერი

1948 წლის 10 დეკემბერს, პარიზში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია დაამტკიცა, რომელიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ადგენს მთელ მსოფლიოში. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია შედგება 30 მუხლისაგან, რომელთა შორის არის:

მუხლი 1

ყველა ადამიანი იბადებათავისუფალი და თანასწორი, თავისი ღირსებითა და უფლებებით. მათ მინიჭებული აქვთ გონება და სინდისი და ერთმანეთის მიმართ უნდა იქცეოდნენ ძმობის სულისკვეთებით.

მუხლი 5

არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, ან სასტიკ, არაადამიანურ თუ ღირსების შემლახველ მოპყრობას, ან დასჯას.

მუხლი 9

არავინ შეიძლება დაექვემდებაროს თვითნებურ დაკავებას, დაპატიმრებას ან გაძევებას.

მუხლი 19

ყველას აქვს აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. ეს თავისუფლება მოიცავს ადამიანის უფლებას, ჰქონდეს საკუთარი აზრი და დაუბრკოლებლად მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები ყოველგვარი საშუალებით, მიუხედავად საზღვრებისა.

მუხლი 20

  1. ყველას აქვს უფლება მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებისა.
  2. არავინ შეიძლება აიძულო შევიდეს რაიმე გაერთიანებაში.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი  ვოლკერ ტურკი ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და  მოუწოდებს ყველას, ყველგან, დაიცვან  თავიანთი და მომავალი თაობების უფლებები! 

გაეცანით ვიდეომიმართვას: https://shorturl.at/JrUX6

 

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

UN
United Nations

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით