პრეს-რელიზი

გაეროს მიგრაციის ქსელის პრეზენტაცია

01 ივლისი 2020

ქსელი საქართველოში მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინირების ეფექტიან ინსტრუმენტად იქცევა

2020 წლის 30 ივნისს  გაიმართა გაეროს მიგრაციის ქსელის ონლაინ პრეზენტაცია, რომელიც  უზრუნველყოფს გაეროს სააგენტოების კოორდინირებულ საქმიანობას და ერთიან კომუნიკაციას შესაბამის სტრუქტურებთან საქართველოში მიგრაციის  პოლიტიკისა და მიგრაციის პროცესების ეფექტიანი მართვის გასაძლიერებლად და ასევე საქართველოს მთავრობის ეფექტიან და კოორდინირებულ  მხარდაჭერას მიგრაციის 2016-2020 და 2021-2030 წწ. სტრატეგიის განხორციელებაში და სხვ.

,,მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას მიგრაციის საკითხებში შესანიშნავი თანამშრომლობისთვის”, - განაცხადა საბინე მახლმა, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში. ,,ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ  საქართველოს  მთავრობას მიგრაციის საკითხების ხელშეწყობაში, რომელიც  სარგებელს მოუტანს ყველას, და რომელიც თანხვედრაში იქნება 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგთან”.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ცაციაშვილი, და  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხათუნა თოთლაძე, მიესალმნენ ქსელის შექმნას და მადლობა გადაუხადეს გაეროს სააგენტოებს, მათ შორის  მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას, მიგრაციის საკითხების გადაჭრაში დახმარებისთვის.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს მიგრაციის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

,,ჩვენ ვქმნით ამ ქსელს, რათა გავაძლიეროთ კოორდინაცია გაეროს სააგენტოებს შორის, გავააქტიუროთ  ჩვენი საერთო საქმიანობა, რათა გავუწიოთ საქართველოს მთავრობას დახმარება მიგრაციის უფრო ეფექტურ მართვაში,”- განაცხადა  სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელმა.

ღონისძიებაში ასევე მიიღეს მონაწილეობა ქალბატონმა დაიენ ეპშტეინმა, IOM- ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური  (SEEECA) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა და ჟენევაში გაეროს მიგრაციის  ქსელის ხელმძღვანელმა ბატონმა ჯონათან პრენთისმა. მათ მიულოცეს საქართველოს ქსელის შექმნა და ხაზი გაუსვეს ქსელის მნიშვნელობას  გლობალური მიგრაციის კომპაქტის (GCM) სახელმძღვანელო პრინციპებისა და მიზნების განხორციელებაში.  ,,საქართველო უერთდება იმ 50 ეროვნულ და რეგიონალურ ქსელს, რომელიც უკვე შეიქმნა  და უზრუნველყოფს  ქვეყნებში გლობალური მიგრაციის კომპაქტის (GCM) განხორციელებას“, განაცხადა ჯონათან პრენთისმა.

ქსელის კოორდინატორია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), მისი მიზანია მიგრაციის სფეროში განხორციელებულ საქმიანობასა და სიახლეებზე მის წევრებს შორის ინფორმაციის მუდმივი გაცვლა, თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კერძო სექტორთან და სხვა პარტნიორებთან.

ქსელის შემადგენლობაში საქართველოში გაეროს ის სააგენტოები გაერთიანდებიან, რომლებსაც სურვილი აქვთ ჩაერთონ ან რომელთა მანდატი მიგრაციის საკითხზე მუშაობას ითვალისწინებს.

 

Ketevan Ghioshvili

ქეთი გიოშვილი

RCO
კომუნიკაციის სპეციალისტი

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია
სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია
შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია
შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
OCHA
United Nations Office for the Coordination of Humanitarian Affairs
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი
გაეროს ქალთა ორგანიზაცია
გაეროს ქალთა ორგანიზაცია
გაეროს განვითარების პროგრამა
გაეროს განვითარების პროგრამა
გაეროს მოსახლეობის ფონდი
გაეროს მოსახლეობის ფონდი
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი
გაეროს ბავშვთა ფონდი
გაეროს ბავშვთა ფონდი
გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და სამართლის კვლევის ინსტიტუტი
გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და სამართლის კვლევის ინსტიტუტი
გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია
გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია
გაეროს პროექტების მომსახურების ოფისი
გაეროს პროექტების მომსახურების ოფისი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ამ ინიციატივაში ჩართული სხვა უწყებები

საერთაშორისო სავალუტო ფონდი
საერთაშორისო სავალუტო ფონდი
მსოფლიო ბანკი
მსოფლიო ბანკი

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით