პრეს-რელიზი

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირებზე რეზოლუცია მიიღო

16 ივნისი 2021

16 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოსა და კიდევ 57 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც კიდევ ერთხელ აღიარებს ყველა დევნილისა და ლტოლვილის უფლებას, დაბრუნდნენ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

16 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოსა და კიდევ 57 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც კიდევ ერთხელ აღიარებს ყველა დევნილისა და ლტოლვილის უფლებას, დაბრუნდნენ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. რეზოლუციას მხარი 80-მა ქვეყანამ დაუჭირა, 14 წინააღმდეგი იყო, 70-მა კი – თავი შეიკავა.

რუსეთის ფედერაციასთან ერთად, რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა – ბელარუსმა, ბურუნდმა, კუბმა, კომორის კუნძულებმა, ჩრდილოეთ კორეამ, ლაოსმა, ნიკარაგუამ, შრი-ლანკამ, სუდანმა, სირიამ, ვენესუელამ, ვიეტნამმა და ზიმბაბვემ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენლობის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ რეზოლუციის თანაავტორთა  54-დან 57 ქვეყნამდე ზრდა ცხადყოფს, რომ „ხსენებული რეზოლუცია უკვე გლობალურ ინიციატივას წარმოადგენს“.

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

UN
United Nations

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით