გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური აქტივიზმი იწყება
24 ნოემბერი 2021
წელს აქტივიზმის მთავარი აქცენტი სექსუალური ძალადობასა და იმ ადამიანების მიმართ სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოვლენაზე კეთდება, რომლებსაც ძალადობის ეს ფორმა გამოუცდიათ.
„გაანარინჯისფრე სამყარო, დაასრულე ქალთა მიმართ ძალადობა ახლა!“ — ამ გზავნილით საქართველო გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანია დაიწყო.
წელსვე ტრადიციულად, 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, დედაქალაქის მერიასთან თანამშრომლობით, ანძა ნარინჯისფრად განათდება და ამ სიმბოლური ჟესტით თბილისი მსოფლიოს სხვა დედაქალაქების მსგავსად გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გზავნილს შეუერთდება.
ტელეკომპანია ,,პირველმა არხმა“, ,,მთავარმა არხმა“ და ,,ევრონიუს ჯორჯიამ“ სოლიდარობა გამოუცხადეს გლობალურ კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 16 დღე გრძელდება. კვირეულის ფარგლებში, გადაცემები და პროექტები კომპლექსურად გააშუქებენ გენდერულ ძალადობასთან დაკავშირებულ თემატიკას.
პირველი არხისა და ევრონიუს ჯორჯიას ტელეწამყვანებმა კამპანიის ლოგოიანი სამკერდე ნიშნით მხარი დაუჭირეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. ამ ჟესტით ისინი კიდევ ერთხელ შეახსენებენ მსოფლიოს, რომ ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრა მნიშვნელოვანია.
წელს აქტივიზმის მთავარი აქცენტი სექსუალური ძალადობასა და იმ ადამიანების მიმართ სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოვლენაზე კეთდება, რომლებსაც ძალადობის ეს ფორმა გამოუცდიათ.
გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის მიერ ჩატარებული ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის (2017 წელი) მიხედვით, საქართველოში ქალების 9%-ს სექსუალური ძალადობა ჯერ კიდევ ბავშვობაში გამოუცდია, თუმცა იგი კვლავაც ერთ-ერთ ყველაზე დაფარულ დანაშაულად რჩება.
16-დღიანი აქტივიზმი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ დუმილის დასარღვევად, იმ ქალების მხარდაჭერა, რომლებსაც ძალადობა გამოუცდიათ, ძალიან მნიშვნელოვანია.
საქართველოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან აქტივიზმს გაეროს სააგენტოთა ჯგუფი საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორების მხარდაჭერით ახორციელებს.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანია 1990-იანი წლების დასაწყისიდან აღინიშნება. იგი მიზნად საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას ისახავს.