ადამიანის უფლებების დღე 2022
02 დეკემბერი 2022
ღირსება, თავისუფლება და სამართლიანობა ყველასთვის
2022 წლის დეკემბერში, გაეროს სააგენტოები საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოში მოქმედ უწყებებსა და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ადამიანის უფლებების დღეს აღნიშნავენ.
გაეცანით დეკემბრის კალენდარს:
2-3 დეკემბერი კასპი და ქვემო ჭალა |
ქართველ რეჟისორთა ქალთა ფილმების კინოფესტივალი გენდერულ თანასწორობასა და ქალთა უფლებებზე. ორგანიზატორები: ევროკავშირი და UNDP, არასამთავრობო ორგანიზაცია „კონა“ |
5 დეკემბერი, 17:00 ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მემორიალური მუზეუმი ივ. ჯავახიშვილის ქ. 7, თბილისი |
ახალი პროექტის წარდგენა: „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია“ (LEAD). ორგანიზატორები: ნორვეგიის საელჩო და UNDP. ღონისძიების დეტალები იხილეთ ფეისბუკზე. |
5 დეკემბერი |
იუსტიციის სამინისტროსთან შექმნილი შშმ პირთა საკონსულტაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა. მხარდამჭერები: ევროკავშირი, UNDP |
5 დეკემბერი |
მდგრადი განვითარების საბჭოს სამდივნოსა და შშმ პირთა შეხვედრა. მხარდამჭერები: UNDP, UNFPA, OHCHR |
6 დეკემბერი |
“უჩინარი” – გაეროს მოსახლეობის ფონდი პალიტრა L -თან ერთად, კომიქსის პრეზენტაციას მართავს |
9 დეკემბერი, 16:00 თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, გრიბოედოვის ქ. 22, თბილისი |
მულტიმედიური გამოფენა „რამ შემქმნა ადამიანად?“ - ჰუმანიზმის ძიება თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში. კურატორი: ხელოვნებათმცოდნეობის პროფესორი ხათუნა ხაბულიანი. ორგანიზატორები: ევროკავშირი, UNDP |
13 დეკემბერი, 10:00 რედისონ ბლუ ივერია, პირველი რესპუბლიკის მოედანი, თბილისი |
კონფერენცია „ღირსება, თანასწორობა და სამართლიანობა ყველასთვის“ - სადისკუსიო სივრცე ხელისუფლებას, უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ. ორგანიზატორები: ევროკავშირი, UNDP, OHCHR |
15 დეკემბერი
17-18 დეკემბერი კასპის ტექნოპარკი, დავით აღმაშენებლის ქ. კასპი |
საჯარო ლექცია თემაზე: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმები, გაეროს სახელშეკრულებო ორგანოები და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტები საქართველოში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ორგანიზატორი: UN OHCHR; ფინანსური მხარდამჭერი: ევროკავშირი
ჰაკათონი “Hack for Inclusion” - ტექნოლოგიური გადაწყვეტები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის უფრო ინკლუზიური და თანასწორი გარემოს შესაქმნელად. მხარდამჭერები: ევროკავშირი, შვედეთი, UNDP |
19 დეკემბერი
19 დეკემბერი, 17:00 საქართველოს პარლამენტი, რუსთაველის გამზ. 8, თბილისი |
საჯარო ლექცია თემაზე: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმები, გაეროს სახელშეკრულებო ორგანოები და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტები თელავის ახალგაზრდულ კლუბში საქართველოში. ორგანიზატორი: UN OHCHR; ფინანსური მხარდამჭერი: ევროკავშირი
გენდერული თანასწორობის ციფრული ბიბლიოთეკის წარდგენა. მხარდამჭერები: შვედეთი, UNDP |
ადამიანის უფლებათა დაცვის დღე, რომელიც, ყოველწლიურად, 10 დეკემბერს აღინიშნება, 1948 წელს ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის მიღებას ეძღვნება. ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია განსაზღვრავს ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების ფართო სპექტრს, რომლებიც ვრცელდება ყველა ადამიანზე განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსისა, ეროვნული და სოციალური წარმომავლობისა, წოდებრივი და ქონებრივი მდგომარეობისა.