პრეს-რელიზი

ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

02 დეკემბერი 2022

1 დეკემბერს,  ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მეექვსე სხდომა გაიმართა.

სხდომა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ ალექსი ბატიაშვილმა გახსნა. მან 2021-2022 წლებში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში შესრულებულ აქტივობებსა და  მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. 

ალექსი ბატიაშვილი: „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და შეიარაღებაზე კონტროლი თანამედროვეობის ერთ–ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. ცნობილია, რომ ბირთვულ კონტრაბანდასთან ბრძოლის მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივ რეჟიმში ახდენს ოპერატიული ვითარების კონტროლს. 2021-2022 წლებში სამსახურის მიერ აღკვეთილ იქნა რადიაქტიური ნივთიერებებისადმი უკანონო მოპყრობის 2 ფაქტი და პასუხისგებაში მიეცა 5 პირი. სწორედ მსგავსი საფრთხეების შემცირების მიზნით გვაქვს შემუშავებული ერთიანი ხედვა ქბრბ საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის სახით.“

ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში  მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ, თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე ლელა ჩიქოვანმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აპოლონ კაკაბაძემ.  სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გაეროს ადგილობრივი კოორდინატორის ოფისის ხელმძღვანელმა ანა პლატონოვამ,  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესის და საინფორმაციო სექციის ხელმძღვანელმა ევია კოტანმა და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ბერნარდ დობნერმა.

საბჭოს სხდომაზე მოწვეულმა სტუმრებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა ხაზი გაუსვეს  ქბრბ ეროვნული სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებისა და ამოცანების კუთხით მიღწეულ იმ პროგრესს, რაც საბჭოში შემავალი უწყებების ეფექტური და კოორდინირებული მუშაობის შედეგია.

ღონისძიება ევროკავშირის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული რისკების შემცირების ინიციატივის მხარდაჭერით გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა უწყების 60-მდე წარმომადგენელმა. საბჭოს მომდევნო სხდომა 2023 წელს გაიმართება.

წყარო: https://ssg.gov.ge/news/814/saxelmtsifo-usafrtxoebis-samsaxuris-ufrosis-moadgilem-qbrb-safrtxeebis-tsinaaghmdeg-brdzolis-utsyebatshorisi-sakoordinacio-sabchos-sxdoma-gaxsna

  

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და სამართლის კვლევის ინსტიტუტი
გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და სამართლის კვლევის ინსტიტუტი

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით