პრეს-რელიზი

2023 წლის მართლმსაჯულების სკოლა დასრულდა

01 თებერვალი 2023

სკოლამ ოცი მოსამართლის თანაშემწის, სასამართლოს ანალიტიკური ქვედანაყოფების წარმომადგენლის, სასამართლოში სტაჟიორად მომუშავე პირისა და იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი სტუდენტების თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები გააუმჯობესა.

მე-5 მართლმსაჯულების ზამთრის სკოლა, რომელიც 2023 წლის 22-26 იანვარს მიმდინარეობდა, დასრულდა. სკოლამ ოცი მოსამართლის თანაშემწის, სასამართლოს ანალიტიკური ქვედანაყოფების წარმომადგენლის, სასამართლოში სტაჟიორად მომუშავე პირისა და იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი სტუდენტების თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები გააუმჯობესა.

მართლმსაჯულების სკოლა ჩატარდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის ეგიდით, რომლის თანაორგანიზატორები იყვნენ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამაევროპის საბჭო (CoE) და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (UN OHCHR).

თერთმეტი მოწვეული ექსპერტის მიერ განხილული თემები მოიცავდა - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლეს პრაქტიკას, ბავშვთა უფლებებს, დისკრიმინაციის აკრძალვის ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს, გამოხატვის თავისუფლებას, პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხებს, ბიზნეს სამართლის აქტუალურ საკითხებს, სამართლებრივ წერას, განაჩენის გამოტანასა და გადაწყვეტილების მიღებას.

„OHCHR-ს აქვს მანდატი, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციიდან გამომდინარე, რომლის 75 წლის იუბილესაც წელს აღვნიშნავთ, ხელი შეუწყოს და დაიცვას ყველა ადამიანის მიერ ადამიანის უფლებებით სარგებლობა და მათი სრული რეალიზაცია. სასამართლო ხელისუფლების შესაძლებლობების გაძლიერება იყო და დარჩება OHCHR-ის ერთ-ერთ პრიორიტეტად. მოხარული ვართ, რომ გავაგრძელებთ ამ ინიციატივის მხარდაჭერას და ვიმედოვნებთ, რომ ზამთრის სკოლა საშუალებას მისცემს მონაწილეებს შეიძინონ არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკული ხერხები, რათა იმოქმედონ სამართლიანი სასამართლოს პრინციპების დაცვის სულისკვეთებით“, -  აღნიშნა საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის პროექტების მენეჯერმა, სოფო ბენაშვილმა. 

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ, ნილ ვაინშტაინმა მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა, რომ „პროგრამის ერთ-ერთი მიზანია ინდივიდუალური მოსამართლეებისა და სასამართლო პერსონალის შესაძლებლობების განვითარება. ზამთრის სკოლა, რომელსაც USAID მხარს უჭერს 2018 წლიდან, ამ ძალისხმევის ნაწილია. ჩვენი მხარდაჭერა ზამთრის სკოლის მიმართ გამოიხატება მოსამართლეთა თანაშემწეებისა და სასამართლოს სხვა წევრების როლის მნიშვნელობის აღიარებით ისევე, როგორც პროფესიონალი და დამოუკიდებელი მოსამართლეებისა და სასამართლო პერსონალის საჭიროების ხაზგასმით.“

„მართლმსაჯულების სკოლა, რომელსაც დაარსების დღიდან მხარს უჭერს ევროსაბჭო, არის უნიკალური პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს სამართლის პროფესიონალებს განაგრძონ თავიანთი პროფესიული განვითარება, რითაც გააუმჯობესებენ თავიანთ ცოდნასა და უნარები. ის ასევე შესაძლებლობას აძლევს სამართლის პროფესიონალებს იურთიერთონ სხვა სასამართლოებში მსგავს პოზიციაზე მომუშავე პირებთან, რათა ერთმანეთს გაუზიარონ საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება.“ – განაცხადა უშანგი ბახტაძემ, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს თანადაფინანსებული პროექტის „საქართველოში სასამართლო რეფორმის ხელშეწყობის“ პროექტის უფროსმა ოფიცერმა.

ზამთრის სკოლის დასასრულს მონაწილეებს ჩაუტარდათ ტესტირება, რომელთა საფუძველზეც გამოვლინდება პირველი და მეორე ადგილის მფლობელი. პირველი ადგილის მფლობელი ათ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ ქართველ მოსამართლესთან ერთად შეუერთდება სასწავლო ტურს აშშ-ში. მეორე ადგილის მფლობელი კი ეწვევა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და ევროპის საბჭოს სტრასბურგში (საფრანგეთი) რათა შეისწავლოს ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები ევროპაში.

 

 

Meri Makharashvili

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი
Communications Specialist

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით